ორშაბათი, 05-მაი-2024, 21:21:07
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ბლოგი

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 26 » ავატარის(პროფილზე დადებული სურათის) ფსიქოლოგია
13:45:03
ავატარის(პროფილზე დადებული სურათის) ფსიქოლოგია
ადამიანის შინაგან სამყაროზე ყველაფერი შეიძლება მეტყველებდეს, რაც კი მას უკავშირდება და მათ შორის პროფილის სურათი, რომელსაც იგი ირჩევს ბლოგებზე ან ფორუმებზე დარეგისტრირებისას, ანუ ავატარი.

ავატარის მიხედვით ადამიანზე არც ისე ცოტა რამ შეიძლება ითქვას. ერთი შეხედვით, სისულელეა რაიმე დასკვნის გამოტანა პატარა სურათის შემყურე, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც ვირჩევთ ავატარს, ჩვენ ჩვენი გემოვნების, პრიორიტეტების, სურვილების გამოხატვა გვინდა. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ავატარით გამოვხატავთ, ჩვენი პიროვნებაა. ხშირ შემთხვევაში, ქვეცნობიერად ჩვენ სწორედ ჩვენს პიროვნებას გამოვხატავთ ავატარის საშუალებით. თუმცა, "პიროვნება”, მაინც ზოგადი სიტყვაა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ასევე ინდივიდუალურია მათი თვითშეფასება. ავატარით ჩვენ გვინდა, ჩვენს იმ თვისებაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მახასიათებელია. თუმცა, ეს მახასიათებელი ყოველთვის კარგი არ არის. იგი შეიძლება ცუდიც იყოს, მაგრამ მისი უპირატესობა ის არის, რომ იგი ჩვენს ინდივიდუალიზმს გამოკვეთს. ავატარი შეიძლება არამარტო რომელიმე კონკრეტულ თვისებას, არამედ გარკვეულ სტატუსსაც გამოხატავდეს.

ავატარი ნიღაბია. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იმისთვის გვჭირდება, იმად წარმოვჩინდეთ, რაც არ ვართ (თუმცა, ასეც ხდება). ჩვენ ავატარს მეტ-ნაკლებად ერთნაირი მიზნით ვარჩევთ. ავატარი მეტყველებს იმაზე, თუ რა მხრით სურს ადამიანს, წარმოჩინდეს იმ საზოგადოებაში, რომელთანაც ვირტუალურად ურთიერთობს. თუმცა, ჩვენი ავატარი შეიძლება ისეთ თვისებებსაც ავლენდეს, რომელიც ჩვენთვისაც უცნობია და ჩვენი ნაცნობებისთვისაც.

ავატარი უამრავი არსებობს, მაგრამ არის ზოგადი ტიპები, რომლებიც კლასიფიცირებულია იმის მიხედვით, თუ ადამიანთა როგორი კატეგორია ერთიანდება მათში.

ნარცისისტული – ამ ტიპის ავატარებში შეიძლება გამოხატული იყოს ძალაუფლება, გრანდიოზულობა, ან ზოგადად, განსაკუთრებულობა. ადამიანი მას იმიტომ არჩევს, რომ თავის გამორჩეულ ბუნებას ან სტატუსს (თუ ისე არსებობს) გაუსვას ხაზი.

შიზოიდური – ავატარების ეს ტიპი ადამიანთა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ მიისწრაფვიან "რაღაც ამოუცნობისკენ”. ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ არაამქყვენიურ ბუნებას. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში მათი ავატარები აბსტრაქტული ხასიათისაა. ავატარი ამ შემთხვევაში გზავნილია, რომელიც ყველას ამცნობს, რომ მოცემულ პიროვნებას ვერ უგებენ, რადგან მას თავისი საკუთარი სამყარო აქვს.

პარანოიდული – ეს ტიპი ძალიან ახლოსაა წინასთან. აქ განსხვავება ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც პარანოიდული ტიპის ავატარებს ირჩევენ, ნაკლებად ტოვებენ საინტერესო ადამიანის შტაბეჭდილებას. მათი ავატარები ნაკლებად ფილოსოფიური ხასიათისაა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სიმარტოვეს, სიცივეს, ადამინებისადმი უნდობლობასა და საზოგადოებისგან საკუთარ გარიყულობას გამოხატავენ. სწორედ ამიტომ, ასეთი ადამიანების ავატარები მოკლებულია იუმორის გრძნობას.

შიზოტიპური – ადამიანები, რომლებიც გულგრილობითა და მარტოსულობით გამოირჩევიან, ზოგჯერ შიზოტიპურ ავატარებს ირჩევენ. ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, რომლებსაც ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვთ და საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეხედულებებს არ იზიარებენ. ისინი ასევე საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოჩენასაც ცდილობენ.

დეპრესიული – დეპრესიული ხასიათის ავატარებში მუქი ფერები სჭარბობს, რადგან დეპრესია, როგორც წესი, ტკივილთან ასოცირდება. დეპრესიული ადამიანები ისეთ ავატარებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც სიბნელე და სიცარიელეა. ზოგჯერ ასეთი ავატარები ადამიანის დაბალ თვითშეფასებაზეც მიუთითებს.

მანიაკალური – ასეთი ტიპის ავატარები, როგორც წესი ადამიანის იმპულსურ ხასიათზე მეტყველებს.

მაზოხისტური – ეს როდესაც ადამიანს აქვს მიდრეკილება თავის თავს ზიანი მოუტანოს. მაგალითად, ავატარი, სადაც კაცი საკუთარ ფეხს ჭამს, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ კატეგორიის ადამიანმა შეიძლება დააყენოს პროფილის სურათად.

ფსიქოპატური – ამ ტიპის ავატარები გამოირჩევა ძალადობრივი, ზოგჯერ უცენზურო და ანტისოციალური ხასიათით. ეს მახასიათებლები, სავარაუდოდ, ნაწილობრივ მაინც ვრცელდება ადამიანზე, რომელიც ფსიქოპატურ ავატარებს ანიჭებს უპირატესობას.

არტისტული – ამ ტიპის ავატარებს ისეთი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც გამუდმებით ყურადღების ძიებაში არიან. მათი მიზანია, რომ სხვებში "ბოლომდე ამოუცნობის” იმიჯი მოირგონ. სწორედ ამიტომ სიტყვა "არტისტული” შემთხვევითი არ არის. ამ ტიპის ავატარები მაცდური და დამაინტრიგებელი ბუნებისაა.

არსებობს განსხვავებული კლასიფიკაციაც, რომელიც ავატარებს იმისდა მიხედვით განიხილავს, თუ რა არის მათზე გამოსახული და შემდეგ უკავშირებს ამ ყველაფერს ფსიქოლოგიას.

ცხოველები

ცხოველები გარკვეულ თვისებებთან ასოცირდებიან. ამიტომ, როცა ადამიანი ავატარად ცხოველის სურათს არჩევს, მას შესაძლოა, უნდა, მისი ამ ცხოველთან საერთო რაიმე თვისების გამოკვეთა. მაგალითად, მგელი დაუნდობლობასა და სიჭკვიანესთან ასოცირდება, ვეფხვი – ძალასა და მედიდურ ბუნებასთან. შეიძლება ადამიანი თავისი ცხოვრების წესით, რაიმე საერთოს ხედავდეს რომელიმე ცხოველთან, ან ფრინველთან. ან შესაძლოა, მას რაიმე თვისება უბრალოდ მოსწონდეს. საკუთარი თავის ცხოველთან შედარებით, ადამიანს სურს საკუთარი შინაგანი ბუნება გამოსახოს.

ცნობილი ადამიანები

ცნობილი ადამიანების ავატარებს ხშირ შემთხვევაში ის თავისებურება აქვს, რომ უცებ შემოდის მოდაში და მალევე ეცემა დავიწყებას ამ ადამიანთან ერთად. ანუ რაც მეტად ცნობილია ადამიანი, მით მეტი ადამიანი იყენებს ავატარს მისი გამოსახულებით. ცნობილი ადამიანების ავატარის გამოყენებას ბევრი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. ადამიანებისთვის მისაბაძია ის თვისებები, რომლითაც ეს ადამიანი არის, ან იყო პოპულარული. როგორც წესი, ცნობილი ადამიანების იმ თვისებებს სცემენ თაყვანს, რაც ზედაპირზე ჩანს. მაგალითად, ერნესტო ჩე გევარას ავატარს არავინ იყენებს იმის გამო, რომ მისი პირადი თვისებები მოსწონს. ამას უფრო იმის გამო აკეთებენ, რომ ის დიდი რევოლუციონერი იყო. ზოგჯერ ცნობილი ადამიანების ავატარებს იმიტომაც იყენებენ, რომ ხაზი გაუსვან იმ პერიოდის, ან სფეროს ისტორიის ცოდნას, რომელსაც წარმოადგენს ცნობილი ადამიანი. მაგალითად, თუ სიდ ბარეტის ავატარი გიყენიათ, სავარაუდოდ Pink Floyd-ის მოღვაწეობის ისტორიას კარაგდ იცნობთ. თუმცა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ცნობილი ადამიანების ავატარებს მიმართავენ, ამ ადამიანების დაცინვაა. მაგალითად, ავატარი ბინ ლადენის გამოსახულებით უფრო მის დაცინვას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე მისი პიროვნების, ან რომელიმე თვისების იდეალიზირებას.

საკუთარი თავი

ავატარად საკუთარი სურათის გამოყენება ძალიან ხშირია. მრავალი ადამიანი არჩევს საკუთარი თავი "ბოლომდე წარმოაჩინოს” ვირტუალურ სივრცეში, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ცალკეულ, მისთვის მოსაწონ თვისებებს გაუსვას ხაზი. ზოგჯერ ეს ჟესტი მიანიშნებს, რომ ადამიანი მზად არის "თამამი ურთიერთობებისთვის, თუმცა, უმეტესად ეს მის პატიოსნებასა და უკომპქლექსობაზე მეტყველებს. ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ უნდება "იყოს ის, რაც არის”. თუმცა საკუთარი სურათის ავატარად გამოყენება, შესაძლოა, ადამიანის ამპარტავნებასა და თვითდაჯერებულობაზეც მიანიშნებდეს. ზოგადად, ძალიან რთულია ხასიათის გამოკვეთა. ბევრი რამაა დამოკიდებული სურათზე, ანუ რა მდგომარეობაში გადაწყვიტა "უცნობმა სუბიექტმა” საკუთარი თავის წარმოჩენა "ფართო საზოგადოების” წინაშე.

მულტფილმების გმირები

მულტფილმების გმირების ავატარები პოპულარულია როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებშიც. ამ შემთხვევაშიც ადამიანი ცდილობს, ხაზი გაუსვას რაიმე თვისებას, რომელიც მისი აზრით, საერთო აქვს მულტფილმის გმირთან. მულტფილმების გმირების ავატარად გამოყენება, შესაძლოა, ადამიანის ბავშვურ ხასიათზე, ან იუმორის გრძნობაზე მეტყველებდეს. ამასთან, იგი მხიარული ადამიანიც უნდა იყოს, რადგანაც მელანქოლიური, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი სავარაუდოდ მულტფილმის გმირებს არ გამოიყენებს საკუთარი პიროვნული შტრიხების წარმოჩენის საშუალებად.
ნანახია: 608 | დაამატა: AmoRe | ტეგები: ფსიქოლოგია, avatari, fsiqologia, ავატარი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშსამშოთხშხუთშპარასშაბკვირ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
BY BAQSI