ხუთშაბათი, 18-აპრ-2024, 20:54:35
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 3
ნაჩვენებია მასალა: 1-3

 
დასახელება: ყველაფერი კარგად იქნება
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
როლებში: ნიკო გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ირაკლი აფაქიძე, გოგა ბარბაქაძე, ლარისა რეშეტკო, აპოლონ კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, კახა მიქიაშვილი

ფილმის შინაარსი:
საქართველოს დეზინფექციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის (საიდუმლო) დავალებით მიემგზავრება ინდოეთში, ქეთევან დედოფლის საფლავის მოსაძებნად.
მას უთვალთვალებენ რუსეთის და სომხეთის სპეცსამსახურების აგენტები
ნანახია: 607 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: BAQSI | თარიღი: 05-დეკ-2011 | კომენტარი (0)

ფილმში ვითარდება კრიმინალური ისტორია, რომლის მიხედვით 40 წლისნანას ბანკიდან სესხად 100 000 დოლარი გამოაქვს სექს შოპის ბიზნესის დასაწყებად, სესხის იოლად აღების და შვილის ბანკში სამსახურის შოვნის სანაცვლოდ ის მზად არის საკრედიტო განყოფილების უფროსთან რომანი გააბას. ნანას ქმარს – ზაზას, ცოლის ქცევა არ მოსწონს და კერძო დეტექტივს – თამუნას დაიქირავებს, თუმცა დეტექტივი ნანაზე გაცილებით მომხიბვლელი აღმოჩნდება და ზაზას თავისი ცოლი უკვე აღარ აინტერესებს, თუმცა შურისძიების წყურვილი მაინც ამოძრავებს. დეტექტივი ამასობაში გაიგებს რომ ოჯახს ბანკიდან დიდი ფული გამოაქვს და ახლა უკვე მას აქვს საინტერესო გეგმა და ისტორიაც ვითარდებდა
ნანახია: 819 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: BAQSI | თარიღი: 05-დეკ-2011 | კომენტარი (0)

37 წლის რენე დადიანი სტუდენტებს კინოს გადაღებას ასწავლის და თავადაც იღებს ფილმს. ამავდროულად რენე ბუნებრივი აირის ბალონების დისტრიბუტორად მუშაობს, რადგან სურს, ყველაფერი გამოსცადოს ცხოვრებაში. ფილმის დასაწყისში რენე ფსიქოანალიტიკოსს სტუმრობს კითხვით: როგორ გაიმდიდროს წარმოსახვის უნარი? ექიმი მას ურჩევს, დაივიწყოს რეალობა და ფიქრი სასურველისკენ მიმართოს. რენეს ბალონის მიტანა ქალაქის უბან "ნალექებში" უხდება, სადაც საზოგადოების "ნალექი" ფენა, იაჰუები ცხოვრობს. მათი ცხოვრების წესი რენეში ზიზღს იწვევს. მას საზოგადოების გაჯანსაღების იდეა უჩნდება და იაჰუების ერთ-ერთ ლიდერს, ვაცას კლავს. იაჰუებშივე გაიცნობს რენე პატარა ბიჭს, ტუბერკულოზით დაავადებულ უჩას, რომელსაც დაუმეგობრდება და მასზე ზრუნვას იწყებს.რენე დადიანი ფილმის მსვლელობისას ექიმის თეორიის განხორციელებას იწყებს. ის თანდათან ეფლობა საკუთარ ფანტაზიებში და სულ უფრო იშლება ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის.
ნანახია: 588 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: BAQSI | თარიღი: 05-დეკ-2011 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
BY BAQSI