პარასკევი, 26-აპრ-2024, 06:04:19
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ინფორმაცია

საიტი 11.11.11-ში შეიქმნა ასე რო ის ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია....
სულ მალე საიტი გახდება ყველაზე კრეატიული....
ხოლო ყველაზე კრეატიული რეისტრირებული მომხმარებლები რომლებიც წვლილს შეიტანენ საიტის წინსვლაში დაფასდებიან,
განსაზღვრული სტატუსი და უფლებები მიენიჭებათ დამსახურებისამებრ.


 მე ვარ ბაქსი ამ საიტის ადმინისტრატორი (ბევრ თქვენგანს შეიძლება ჩემი სეხნია ძაღლიც ყოლია, ჩემს მეზობელს ყავს პუდელი იმას ქვია : ) ).

 დღეს გიამბობთ, როგორ გავხდეთ კრეატინულები საკუთარი მაგალითით. არ გეგონოთ, თავს ვიპიარებდე. ახლა ისე მეძინება, ცხელი ტაფა სახეში არ მაწყენდა :D

ამისათვის აუცილებელია, ღამის 4 საათი მაინც იყოს. ამ დროს სხეული პრაქტიკულად გამოთიშულია, სახე კი – გამოთაყვანებული. თუ ყოველივე ამას კომპიუტერთან დიდხანს ჯდომასაც დავუმატებთ, მით უკეთესი. ადამიანის ტვინი ამ ინფორმაციას აგროვებს, დიდი მონდომებით აღრიცხავს მეხსიერებაში და მერე ცოტა ხნით აყოვნებს, სანამ რაიმე ახალი იდიოტობა არ ჩაანაცვლებს. სინამდვილეში ამ დროს კი ნამდვილად ბევრი საჭირო ინფორმაცია ინახება: თუნდაც ისეთი, რომელსაც მერე განსაკუთრებულად დავაფასებთ.

მაგალითად, თუკი ფეისბუკზე ვიღაცამ ატვირთა სურათი, თუ როგორ ჯდება მოხუცი ბებო ავტობუსში, შენ მიდიხარ შენს ტვინთან და სთხოვ, გაგახსენოს ეს მომენტი. ჰოო… სურათი მართლაც შთამბეჭდავია: პირდაპირ, გრძნობ ბებოს აკანკალებულ ხელებს, თუ როგორ ცდილობს, დაიცვას წონასწორობა საჯდომის სკამზე დამიზნებისას ;) უი, ვიღაცამ სადღაც დებილური კომენტარი დატოვა! აბა, მივცხოთ პასუხიც: "შენ სათქმელს ისე უმიზნებ, როგორც მოხუცი ბებო – საჯდომს ავტობუსის კამს” :D ვისაც ხატვის ნიჭი გააჩნია, შეუძლია, ეს ყველაფერი ფურცელზე ასახოს და მერე რაიმე, მსგავსი საინტერესო მინაწერები გაუკეთოს. აქაც: არ დაინდოთ ფანდატაზიის საზღვრები და, თუ გნებავთ, აქლემს პირიდან ნაძვის ხე ამოუყვანეთ :)

რომ იყოთ იდეინნი და გონებაგახსნილნი, აგრეთვე აუცილებელია, იყოთ ბევრის მოლაპარაკე. ყოველთვის ილაპარაკეთ: თავს ძალას ნუ დაატანთ და ნუ გაჩუმდებით. ხოლო თუ ლაპარაკი არ გსურთ, მაშინ რაღაც მაინც აკეთეთ. აზრები სადმე ჩაიწერეთ, ჩაიხატეთ, წაიღიღინეთ მაინც. ეს გაძლევთ:

  1. გარშემომყოფთა ყურადღებას
  2. თვითდაჯერებულობას (თავიდანვე არა, მაგრამ მერე)
  3. შანსს, დააინტერესოთ სხვები
  4. ცოტა იმარიაჟოთ, რასაც თანდათან დახვეწთ.

კრეატიული იდეებისათვის ძალიან კარგია მარტო ლაპარაკი. საკუთარ თავთან ლაპარაკს რომ ეძახიან. ოღოდ ეგ მე სხვად მიმაჩნია, რადგან საუთარ თავს რომ ესაუბრო, მაშინ დიალოგი უნდა გამართო. მარტო საუბარი კი შენი აზრების გადმოფრქვევაა. ამ დროს ტვინი აქტიურად იწყებს მუშაობას, რაშიც მას ენისა და ყბის კუნთების მოძრაობაც ეხმარება. ასევე შესაძლებელია კევის  ღეჭვაც, მაგრამ მისი შედეგი მე არ ვიცი (რამდენიმე წელია, რაც არ დამიღეჭავს :) ). თქვენ ლაპარაკობთ, ლაპარაკობთ… და აღმოაჩენთ რომ ამ ბლა-ბლა-ბლა-ში რაღაც ჭკვიანური იდეაც წარმოთქვით. აი, მე, მაგალითად, პოლ მაკარტნისა და რინგო სტარის ერთობლივი კონცერტის იდეა მომივიდა თავში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სრულიად ჩუმად ვარ, ჩემი ტვინი მაინც "საუბრობს”, ვინაიდან ამ პოსტს ვწერ :)

ხომ ხედავთ,  ყველაფერი მარტივია. მთავარია:

  1. არ მოგვერიდოს – ოღონდ ძალიან ზედმეტებშიც ნუ გადავალთ
  2. არ გავცხრილოთ ტვინში – აქაც ძალიან ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს
  3. ბევრი ინფორმაცია მივიღოთ ყველა შესაძლო საშუალებით, თუნდაც მუსიკის მოსმენით. რა ვიცით, რა დროს გადაგვარჩენს.
  4. გვახსოვდეს, რომ როცა გვგონია, არ ვუსმენთ, სინამდვილეში ქვეცნობიერი სწორედ ამით არის დაკავებლი ;)

კრეატინულობისათვის (კრეატიული კრეტინი) საბოლოოდ საჭიროა, სწორი გასაქანი მისცეს თავის აზრებს. ეგ არის და ეგ. ყველაფრის გაკეთება მარტივია, თუ არ გეზარება.  ;)

და მაინც რაა კრეატიულობა?
კრეატიულობა - ლათინური ტერმინია, რომელიც ითარგმნება როგორც ”ხელოვნება”, ან ”შექმნა არაფრისგან”. დასავლეთში კრეატიულობად აღნიშნავენ ხელოვნების ტექნოლოგიურ ელემენტს. რუსული ენის კულტურაში კრეატიულობას აღიქვამენ უფრო ფართოდ, რადგანაც ის სრულიად ახალი და ჯერ კიდევ გაუგებარი მოვლენაა უმრავლესობისათვის. ინფორმაციული ეპოქის დაწყებამდე მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა კრეატიულობასა და კრეატიულ ტექნოლოგიებზე. საზოგადოებისათვის საკმარისი იყო მხოლოდ ხელოვნების გაგება -- ხელოვნება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გახდა საკმაოდ დაფასებული, ხელოვნების კულტი შემორჩა შუა საუკუნეებში და თანამედროვე დროსაც. ხელოვნებამ არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა მე-20 საუკუნეშიც კი.

კრეატიულობის განსხვავება ხელოვნებისაგან
ბევრი ფიქრობს, რომ ”ხელოვნება” და ”კრეატიულობა” -- სინონიმებია, რაც მცდარი აზრია. ხელოვნების პროცესი დამყარებულია ავტორის შთაგონებაზე, მის შესაძლებლობებსა და ტრადიციებზე; მაგრამ თუ კრეატიულ პროცესზე ვიმსჯელებთ, მაშინ მის მთავარ შემადგენელს პრაგმატული ელემენტი წარმოადგენს; ე. ი. პირველადი გაგება იმისა, თუ რატომ უნდა შევქმნათ რამე, ვისთვის უნდა შევქმნათ, როგორ უნდა შევქნმათ, და რა უნდა შევქმნათ.ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა და სამუშაოს შესაბამისი პრინციპით აწყობა მაქსიმალურად ეფექტურად წარმოგვიდგენს ირგვლივმყოფი ხალხის მუშაობის შედეგს. როგორც წესი, მხატვრები, კომპოზიტორები, მწერლები და სხვა დანარჩენი ხელოვანი ხალხი არ უსვამს თავის თავს ამ შეკითხვებს და უბრალოდ ქმნიან თავიანთი განწყობითა და ემოციებით. ამიტომაც ხელოვნება სულაც არ არის კრეატიულობა.ხელოვნება ყოველთვის პირველადი და ფუნდამენტალურია, თუმცა კრეატიულ პროდუქტში ის პრაგმატულ მიზანს ექვემდებარება.
სად მოაქვს წარმატება კრეატიულობას თუ არა სარეკლამო ბიზნესში? გადავწყვიტე შემოგთავაზოთ კრეატიული სარეკლამო იდეები,რომელთა მეშვეობით კომპანიებმა არაერთი მილიონი
        
 მოკლეთ იყავით კრეატიუები და გავაკრეატიულოთ ერთმანეთი
                 გმადლობთ რომ დაინტერესდით ;)

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორშსამშოთხშხუთშპარასშაბკვირ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
BY BAQSI