ორშაბათი, 05-მაი-2024, 15:36:32
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ბლოგი

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 15 » დრონი მეფობენ და არა მეფენი
06:18:09
დრონი მეფობენ და არა მეფენი
არ იცოდით რომ გიჟი არასოდეს აღიარებდა, რომ გიჟია? არაუშავს ახლა გაიგებთ.  
მაგრამ მე ხომ არასოდეს მითქვამს არასოდეს. მე ხომ ფულსაც ადვილად ვშოულობდი მაგრამ ადვილად გონივრულად ვერ ვხარჯავდი. მე რომ ადვილად მეცხოვრა რთული იქნებოდა 
ერთხელაც ავიღებ საპნის ბუშტების კოლოფს და გავბერავ ბუშტებს გავბერავ.. 
ისინი ისე სწაფად გაფრინდებიან,როგორც დრო გაფრინდა სწრაფად.. 
თურმე რამდენი დრო გასულა,რამდენი… 
ამ ქვეყნად ხომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. 
ამბობენ,რომ გედი სიკვდილის წინ მღერისო მაგრამ მე ჯერ არ მინდა სიკივდილი ალბათ როდესაც მომინდება უკვე აღარც ვიქნები. 
გავბერავ ბუშტებს და დავინახავ , რამდენჯერ დამიკარგავს გზა და რამდენჯერ დამხმარებია და მივუყვანივარ შუქს სახლამდე. რამდენჯერ უჩვენებია სწორი გზა. თურმე წინ უნდა მეყურა არსად არ გადამეხვია, მაგრამ რამდენჯერ გადავსულვარ ლიანდაგიდან რამდენჯერ გამიხედავს იქ სადღაც,რა ჩემი საქმე იყო რა მინდოდა... 
ვინ მთხოვდა? 
არავინ!საკუთარი ”მე”-ს გარდა 
ამბობენ დედამიწა მრგვალიაო, ჰაჰაჰა ვინ მოიგონა? დამანახეთ სადარის სიმრგვალე ყველგან გარშემო მხოლოდ ცივ წრეებს და კვადრატებს ვხედავ. როდესაც გული ცივდება ვკვდებით თურმე, რა სასაცილოა მაშინ მე 100 ჯერ უნდა მოვმკვდარიყავი.ხანდახან ჩვენი გული ცივდება და ისე ვატკენთ გულს ამ ცივი გულით სხვა თბილ გულებს ,რომ ჩვენი სიცივე სხვის გულებსაც გადაედებათ ხოლმე. 
გავუშვებ ბუშტებს და დავინახავ,რომ ვიღაცას უკითხავს ”როგორ გავარჩიო კომედია დრამა და ტრაგიზმი ერთმანეთისგან?” 
ჩემო ძვირფასო- ვუპასუხებდი მე ”შენ რომ ამას ვერ არჩევ ჩემთვის კომედიაა, ვიღაცეებისთვის დრამა და შენთვის კი ტრაგედია” ყველაფერი ხომ მარტივია,მარტივი სირთულეა ყველაფერი! 
მაგრამ რაქნან მგლები მგლები არიან, მათ თავიანთი მგლური ბუნება აქვთ რაცარუნდა იწვალონ ამას ვერ შეცვლიან,თავის ბუნებას მაინც ვერ მოიშლიან. 
მაგრამ ჩვენ ყველას ხომ გვაქვს საკუთარი მდინარე, მთავარია მივხვდეთ ამას და აღმოვაჩინოთ. 
არ იცოდით,რომ გიჟი არასოდეს აღიარებს რომ გიჯია? არაუშავს ახლა გაიგებთ. 
მაგრამ მე ხომ არასოდეს მითქვამს არასოდეს. 
მე ხომ ფულსაც ადვილად ვშოულობდი მაგრამ ადვილად გონივრულად ვერ ვხარჯავდი. 
მე რომ ადვილად მეცხოვრა რთული იქნებოდა. 
გავბერავ ბუსტებს და დავინახავ რომ სისულელე იქნებოდა ყველა ერთნაირი რომ ყოფილიყო ამქვეყანაზე რადგან მე არ ვიარსებებდი. 
ალბათ რამდენჯერ უკითხავთ და მიხითხავს ვინმესათვის : ”ნიანგი თუ ჩემს მტერს შეჭამს ნიანგი ჩემი მეგობარია?” 
ცხოვრება ხომ ერთი დიდი სპექტაკლია სადაც ჩვენ თითონვე ვართ მსახიობები. 
თურმე დრონი მეფობენ და არა მეფენი.. 
თურმე.. 
ნანახია: 758 | დაამატა: BAQSI | ტეგები: dro, droni, დრო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშსამშოთხშხუთშპარასშაბკვირ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
BY BAQSI