ორშაბათი, 05-მაი-2024, 14:06:13
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ბლოგი

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » გონება რომ გიჭრიდეთ
13:18:55
გონება რომ გიჭრიდეთ
 რა არის ჭკუა, ზუსტად ჯერ კიდევ არავინ იცის. სამაგიეროდ, დანამდვილებით იციან, რომ ეს "რაღაც" თავის ტვინის უჯრედებში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შედეგია. მათთვის საჭიროა ნივთიერებათა მთელი მასა - ენერგიის საკმარისი რაოდენობიდან და ჟანგბადიდან დაწყებული ქრომის უმნიშვნელო რაოდენობით დამთავრებული. თავის ტვინის მიმართ მუდმივი ყურაღდების გამოჩენით ყოველთვის შეძლებთ გონება კარგ ფორმაში იყოს. განა ეს ცოტაა?

ადამიანს საკვების გარეშე ერთ თვეზე მეტი შეუძლია გაძლოს. შენმა "გონების ფაბრიკამ" რომ სრული დატვირთვით იმუშაოს, ის საწვავით მუდმივად უნდა მოამარაგო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვინის უჯრედები "მჯდომარე გაფიცვას" გამოაცხადებენ და ვეღარ მოგემსახურებიან.


თუ გონებრივი სამუშაო გაქვს, თავის დროზე ჭამა არ დაგავიწყდეს

პრაქტიკული რჩევები
დღეში არანაკლებ ოთხჯერ, უმჯობესია ექვსჯერ ჭამო.

თუ მანქანას ატარებ, აუცილებლად ისაუზმე. შიმშილის გრძნობამ შეიძლება ყურადღების მოდუნება და უეცარი თავბრუსხვევა გამოიწვიოს. 

ეცადე, არ დაარღვიო საკვების მიღების ჩვეული დრო და შიმშილით თავი არ გაიწვალო. ტვინის არაადეკვატური მუშაობის შედეგების გამოსწორება ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე მათი თავიდან აცილება. 

ჩანთაში ყოველთვის იქონიე ვაშლი ან ორცხობილა, რომ საცობში მოხვედრისას წაიხემსო.

რა ვჭამოთ?
ადამიანის ენერგიის წყაროდ პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანული საკვები გამოდგება. თუმცა ტვინის უჯრედები უპირატესობას ანიჭებს გლუკოზას, რომლის ძირითადი წყარო ნახშირწყლებია. ამის გამო ქათმის მკერდის თეთრმა ხორცმა შეიძლება შენი ტვინი საერთოდ მშიერი დატოვოს. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ბარბაროსი არ არის, მაძღარი კუჭით ტვინის უჯრედები შიმშილით რომ დატანჯოს. აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია აამოქმედოს ბიოქიმიური რეაქციები, რომლებიც ქათმის ხორცსა და გემრიელ ცხიმს გლუკოზის საკმარის რაოდენობად გარდაქმნის.

ტვინის მაქსიმალური მუშაობისათვის ნახშირწყლებით იკვებე

პრაქტიკული რჩევები
სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის გქონდეს ჩირი. მას შეუძლია ტვინს სწრაფად მიაწოდოს გლუკოზის საჭირო რაოდენობა. ამ მხრივ ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი ან კანფეტი. ყოველთვის შეგიძლიათ ჩირით დაამთავროთ სადილი, თუ ის ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს.

თავს წინააღმდეგობას ნუ გაუწევ, თუ უცებ გული ტკბილს მოგთხოვს. სავსებით შესაძლებელია, რომ შენს ტვინს დამატებითი ენერგია სასწრაფოდ ესაჭიროება.

ჭამე ხილი, მასში ბევრი ნახშირწყალი და ამავე დროს ცოტა კალორიებია.

რა ვჭამოთ?
ნახშირწყლები სხვადასხვაგვარია. მარტივი - ეს პრაქტიკულად ყველაფერია, რაც მავნეა: შაქარი, კანფეტები, ნაყინი, ფქვილის ნაწარმი, შემწვარი და სხვა გემრიელი საკვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად ერთ მთლიან გლუკოზას წარმოადგენს; ტვინისთვის ეს საკვები "შაქარი" არ არის. დასაწყისში გლუკოზა ბევრია და ორგანიზმი მათ გადასამუშავებლად შეცდომით ინსულინის მთელ ძალას ისვრის, შემდეგ ძალიან ცოტას, სრულებით სხვა საქმეა რთული ნახშირწყლები; ესენია: ფაფები, პური, მაკარონი, ბოსტნეული, პარკოსნები... მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭმელად ვარგისია. კუჭში მოხვედრისას ისინი მაშინვე გლუკოზად არ გარდაიქმნება. ეს ნელი და ეტაპობრივი პროცესია.

რა დავუმატოთ რაციონს?
რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია იკვებოს მხოლოდ გლუკოზით, მაგრამ არა ხანგრძლივად. სხეულის უჯრედებს ესაჭიროება არა მხოლოდ ენერგიის წყარო, არამედ სხვა მრავალი სასარგებლო ნივთიერება. არც თავის ტვინია გამონაკლისი. მისი ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელია ცილები, ცხიმები (განსაკუთრებით თევზის), ვიტამინები და მიკროელემენტები.

თუ გსურს საღად იაზროვნო, მრავალფეროვანი საკვებით იკვებე

პრაქტიკული რჩევები
ერთი და იმავე პროდუქტით ხანგრძლივად არ იკვებო რაციონში ყოველთვის ჩართე რაიმე ახალი.
თუ მადა არ გაქვს და მცირე საკვები გაკმაყოფილებს, ვიტამინების კომპლექსი ან კვების სპეციალური დანამატები მიიღე.

რაც შეიძლება ხშირად ჭამე თევზი. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ტვინის მუშაობას ააქტიურებს, ასევე იოდს, რომლის დეფიციტს გონების მუშაობის შესუსტებამდე მივყავართ.

რამდენი წყალი დავლიოთ?
ადამიანის ორგანიზმს უწყლოდ გაძლება დაახლოებით ერთი კვირა შეუძლია. უკვე ორი-სამი დღის შემდეგ თავის ტვინი დავას იწყებს. პერიოდულად ობიექტურ რეალობას ჰალუცინაციებითა და ბოდვით ცვლის. ჩვეულებრივ ცხოვრებაში საქმეს აქამდე არ მივიყვანთ, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ წყლს დეფიციტი განვითარდეს, რაც აზრების გაფანტვით, ყურადღების არაკონცენტრულობითა და ცუდი მეხსიერებით გამოიხატება. 

გონება რომ კარგ სამუშაო ფორმაში იყოს, დღეში არანაკლებ 1,5 ლ წყალი დალიე

პრაქტიკული რჩევები
ბევრი გაზიანი წყალი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის უჯრედების უფრო მეტად გაუწყლოებას. ისინი მინერალური წყლებით შეცვალე.

დალიე ახალგამოწურული წვენები. ისინი მშვენივრად კლავს წყურვილს, კვებავს ტვინის უჯრედებს და აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
ნანახია: 628 | დაამატა: BAQSI | ტეგები: ჭკუა, გონება, chkua, goneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშსამშოთხშხუთშპარასშაბკვირ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
BY BAQSI