ორშაბათი, 05-მაი-2024, 20:59:43
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ბლოგი

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » სოციალური "შიზოფრენია" ანუ @ლეობა
13:03:57
სოციალური "შიზოფრენია" ანუ @ლეობა

 ბევრი ცუდისა თუ კარგისა, დადებითის და უარყოფითის ჩემთვის მაინც @ლეობად რჩება ეს ყველაფერი.

 ვირტუალური თაობა, უქმად დაკარგული დრო, არანორმალურობა, უცნობი, გონებაში წარმოსახული ხალხი, დანგრეული ოჯახები, დაშორებული წყვილები, სექსი კლავიატურით, გამოკეტვა სახლში, ფსიქიკური აშლილობა, უყურადღებობა და კიდევ 1001  რამ, რის გამოც "ცუკერბერგულად” მე Unlike – ს ვუცხადებ ამ ყველაფერს.


 მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის სტაჯიანი User – ი ვარ, არასდროს მითრევდა მსგავსი ჭაობები, თუმცა, როგორც ყოველ ცნობის მოყვარე ადამაინს მეც ჩამივლია მის ნაპირებთან, მაგრამ სიბინძურის, შემაწუხებელი სუნის, ნაგვის და მილიონობით ყიყინა ბაყაყის, რომლებიც ვერ გარკვეულან რა უნდათ, უკეთესი თუ უარესი არაფერი მინახავს.

 ვერ გამიგია რატომ უნდა ვიჯდე და ვისაუბრო სიცილაკებით, როცა გარეთ სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან ერთად მაქვს შესაძლებლობა გამოვხატო ჯანსაღი ემოცია, ვიცინო, ვიკამათო, ვიყვირო ან სულაც ვიჯდე ჩემთვის მშვიდათ და წყეული მონიტორის ნაცვლად ადამიანების სახეებს ვუყურო, მათ გამომეტყველებას, თვალებს, რომელიც მათი სულის სარკეა…


რატომ უნდა დავპოსტო არანორმალური ტექსტები; მშია, მეძინება, დავიღალე, ტუალეტში მინდა, დღეს 3 კილო დავიკელი, გუშინ მეტრომანი სახლში დამრჩა, რომელი საათია? და მე მართლა აღარ შემიძლია! არა და სულაც არ არის ეს სისულელე, არანორმალურობა. ნახე, შენი შიმშილი, დაღლილობა და ტუალეტში გასვლა ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რამდენს მოსწონს? ვგონებ ბევრად უკეთესი იქნებოდა გეჭამა, დაგესვენა, ტუალეტში თავის დროზე გასულიყავი და დისკომფორტი არ შეგექმნა შარდის ბუშტისთვის, რომელიც უკვე რა ხანია ითმენს დაგროვილ სითხეს, იმის გამო, რომ შენ ამის შესახებ ჯერ საჯაროდ უნდა განაცხადო, შემდეგ კი 0-0 -ს მიაკითხო.


არც ის აწუხებთ ჩვენს "კავკასიელებს” მათი შეყვარებულები თუ მეუღლეები, რომ 24 საათი ცრეცენ კლავიატურის კლავიშებს, დღითიდღე იზრდება მათი ონლაინ მეგობრების რიცხვი და რომელი Data ფაილი მოითვლის ვის რას წერენ, რამდენ თბილ ფრაზასა და თანდართულ სასიყვარულო სიცილაკს უგზავნიან სხვებს. ეს ყველაფერი მერე რა?! თურმე აუცილებელია ვინმემ ძუძუს თავები დააგლიჯოს შენს მეგობარ გოგონას, რომ სთქვა მიღალატაო, განა ფიქრი და ასეთი მიმოწერები ღალატი არ არის? მაშინ რა ჰქვია ამ ყველაფერს?! სამწუხაროდ არ ვიცით…

ნანახია: 618 | დაამატა: BAQSI | ტეგები: socialuri, yleoba, შიზოფრენია, სოციალური ყლეობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშსამშოთხშხუთშპარასშაბკვირ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა

სულ საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
BY BAQSI