ორშაბათი, 29-აპრ-2024, 21:14:00
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » თემატური ფორუმი » პოლიტიკა და სამართალი » ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (საერთაშორისო სამართლის შესახებ ინფორმაცია)
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
BAQSIთარიღი: სამშაბათი, 15-ნოე-2011, 10:06:01 | შეტყობინება # 1
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი აყალიბებს ყოველი ადამიანის ძირითად უფლებებს. ამის გარდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი 1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენციისა და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმის მეშვეობი, არეგულირებს მებრძოლთა და სამოქალაქო პირთა მოპყრობის წესსაერთაშორისო და ქვეყნის შიგნით მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების დროს.
მე-20 საუკუნეში-ტერმინი „ადამიანის უფლებები" განიმარტებოდა, როგორც ადამიანის უფლებების საერთაშორისო ბილით (რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას; ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტს თავისი ფაკულტატური ოქმით) განცხადებული უფლებები. თუმცა დღეს ადამიანის უფლებები უფრო დეტალურად და ზუსტად განიმარტება. შესაბამისად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ინდივიდთა და განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ჯგუფთა - ბავშვთა, ლტოლვილების და ადგილმაცვალი პირების, ქალების და ა.შ. - უფლებების დაცვას.
საერთაშორისო სასამართლოები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც დაარსდა 1959 წელს. მას გამოაქვს გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ან სახელმწიფოთშორისი განაცხადების საფუძველზე, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა სავარაუდო დარღვევებს. სასამართლო მდებარეობს ადამიანის უფლებათა სასახლეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამჟამად უშუალოდ ხელმისაწვდომია ინდივიდისათვის, მისი გადაწყვეტილებები კი სავალდებულოა ყველა ხელმომწერი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოცემულ საქმეში მხარეს წარმოადგენს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო
გაერთიანებული ერების სასამართლო ორგანო, რომელიც ჰააგაში მდებარეობს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
დეკლარაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო 1948 წელს, საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის განსამტკიცებლად.
ძირითად უფლებათა ქარტია
ევროკავშირის დოკუმენტი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ, მიღებული 2000 წელს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არა მხოლოდ თავიანთი მოქალაქეებისთვის, არამედ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა პირისთვის, მიუხედავად, მაგალითად, მათი სქესისა, რასისა, ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. კონვენციას ხელი მოეწერა ქ. რომში 1950 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 1953 წელს.
ამ კონვენციის მნიშვნელობა არა მხოლოდ მის მიერ დაცულ უფლებათა გამოყენების ფარგლებში მდგომარეობს, არამედ, ასევე, სტრასბურგში დაფუძნებულ დაცვის სისტემაშიც, რომელიც განიხილავს სავარაუდო დარღვევებს და უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფოებმა შეასრულონ კონვენციის თანახმად წარმოშობილი ვალდებულებები.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » პოლიტიკა და სამართალი » ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (საერთაშორისო სამართლის შესახებ ინფორმაცია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI