ხუთშაბათი, 16-მაი-2024, 18:12:18
მოგესალმები Guest

კრეატიულები

რა არის ხელოცნება? - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » თემატური ფორუმი » კულტურა და ხელოვნება » რა არის ხელოცნება? (ინფორმაცია ხელოვნების შესახებ)
რა არის ხელოცნება?
BAQSIთარიღი: სამშაბათი, 15-ნოე-2011, 11:14:05 | შეტყობინება # 1
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
ოსკარ უაილდის მიხედვით ხელოვნება მშვენიერების შემოქმედია. გამოვავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი–აი ეს არის ხელოვნების მიზანი. არც ერთხელ ხელოვანს არა აქვს სურვილი, რაიმე დაამტკიცოს, თუმცა უდავო ჭეშმარიტებათა შსაძლებელია ნურც ერთ ხელოვანს ნუ დააბრალებთ ავადმყოფურ ტენდეციებს ხელოვანს სრული უფლება აქვს ყოველთვის ასახოს აზრი და სიტყვა ხელოვნების საშუალებებს წარმოადგენდეს. მანკიერება და სათნოება ხელოვანისთვის მასალაა

ამ საკითხზე პასუხის გაცემა ერთსა და იმავე დროს ადვილიცაა და ძნელიც. ყველაზე იოლია, უბრალოდ ითქვას: ხელოვნება ესაა მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, არქიტექტურა, მაგრამ ეს მარტოოდენ ჩამოთვლაა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა. გაცილებით ძნელია კოგიკური განსაზღვრების ჩამოყალიბება, ანუ მოძიება იმ საერთოსი, რაც საფუძვლად უდევს თითოეულ მათგანს.
მართლაცდა რატომ ვაერთიანებთ მათ ,,ხელოვნების” ცნებაში? ისინი, ხომ აგრერიგად განსხვავებულნი არიან?!
რა საერთო აქვს. აბა რომანსა და ქანდაკებას, სიმფონიასა და ნახატს, კინოფილმსა და არქიტექტურულ ნაგებობას?
შესაძლოა ასეც ითქვას: ხელოვნება ესაა ადამიანის ესთეტიკური ქმედება. წერს რომანს თუ სურათს ხატავს, ცეკვავს თუ აპროექტებს მონუმენტს _ იგი ქმნის ესთეტიკურ ღირებულებას. ეს უკვე ჰგავს განსაზღვრას, მაგრამ რაღა თავად ესთეტიკური ქმედება?
ჩვენ შეგვიძლია ამ კითხვას ასე ვუპასუხოთ: ესთეტიკური ქმედება ხორციელდება მშვენიერების კანონებზე დაყრდნობით, მიმართულია მშვენიერების შესაქმნელად და იწვევს დადებით ემოციებს.
ეს სწორი გამონათქვამი ბუნდოვანებით იქნება მოცული.... განა მშვენიერებისადმი სწრაფვა არ ვლინდება მეცნიერებასა, შრომასა და საერთოდ ყოველდღიურ ყოფაში? ყოველგვარი შემოქმედება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ხომ წარმოადგენს მშვენიერების კანონებზე აგებულ შემოქმედებას....
სიხარულს, აღელვებას, სიცილს, სიბრალულის ემოციებს, ხომ მარტო ხელოვნება არ იწვევს.
wink


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » კულტურა და ხელოვნება » რა არის ხელოცნება? (ინფორმაცია ხელოვნების შესახებ)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI