ორშაბათი, 29-აპრ-2024, 20:58:33
მოგესალმები Guest

კრეატიულები

მიკროპროცესორი - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » ტექნიკური კონფერენცია » კომპიუტერული ტექნიკა » მიკროპროცესორი (კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ცენტრალური პროცესორი)
მიკროპროცესორი
BAQSIთარიღი: სამშაბათი, 15-ნოე-2011, 12:14:20 | შეტყობინება # 1
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
მიკროპროცესორი (ბერძ. mikros და ნიშნავს „პატარას“) მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.

მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტიკური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამეტრი ტაქტიკური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტიკური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 10-ის მე-6ე ხარისხ ჰერცს). თანრიგიანობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას, ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. აღსანიშნია, რომ ტაქტიკური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია იმიტომ, რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რომლის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასმასის ფირფიტაა — 5x5x05 სანტიმეტრის ზომის.

დღესდღეობით რამოდენიმე კომპანია ამზადებს მიკროპროცესორებს, მაგრამ ძჳრითადად მსოფლიო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა, "intel"-ის და "AMD"-ის ფროდუქციაზე.

ეს ზოგადად და მერე კიდევ უფრო დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას
icecream


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
ფორუმი » ტექნიკური კონფერენცია » კომპიუტერული ტექნიკა » მიკროპროცესორი (კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ცენტრალური პროცესორი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI