ხუთშაბათი, 16-მაი-2024, 14:15:47
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ტიპიური მამაკაცური და ქალური ტყუილები - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: MissDior  
ფორუმი » თემატური ფორუმი » ქალი და მამაკაცი » ტიპიური მამაკაცური და ქალური ტყუილები (სასარგებლოა იცოდეთ )))))
ტიპიური მამაკაცური და ქალური ტყუილები
MissDiorთარიღი: პარასკევი, 25-ნოე-2011, 01:00:02 | შეტყობინება # 1
Sergeant
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 23
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
ბუნებით გამჭრიახმა ქალებმა კარგად შეისწავლეს თავისი ქმრების პატარა ტყუილები. და შეუძლიათ მათი აღკვეთა და პატიება. აი ტიპიური მამაკაცური ტყუილების პატარა ჩამონათვალი:

ქალი ყოველთვის მართალია. ქალის სიტყვა-კანონია. ამტკიცებს რა ამას, თვითონ საწინააღმდეგოს ფიქრობს. ალბათ კეკლუცობს. ასეთი სიტყვების გაგონების შემდეგ, ნუ დაელოდებით, რომ მაშინვე ყველა სურვილს შეგისრულებთ, ბავშვებს მოუვლის და ჭურჭელს დაგირეცხავთ. მამაკაცი, სამწუხაროდ, ქალთა უფლებების დამცველი არ არის.

სამსახურში დარჩენამ მომიწია, თანაც ქუჩებში საშინელი საცობებია.

გამჭრიახი ქალი ამ სიტყვებს არასოდეს მიიღებს სერიოზულად, და არც ქმრის გამოაშკარავებას შეეცდება. ლუდის მსუბუქი სუნი ისედაც ყველაფერზე მეტყველებს.

შენ ისეთი კარგი ხარ, ისეთი ლამაზი და მეოჯახე.

სავარაუდოა რომ, მამაკაცს რაღაცისაგან თავის არიდება უნდა. სიტყვები: "ლამაზი და მეოჯახე", მამაკაცის აზროვნებაში ერთმანეთს არ უკავშირდება.

ცხოვრებაში უამრავი ლამაზი ქალი მყავდა. შენ ჩემს ცხოვრებაში მეორე ქალი ხარ. ორივე მტკიცება ერთნაირად საეჭვოა. ან სურს თავი დონჟუანად მოგაჩვენოთ, ან თავს გაცოდებთ და შეწყნარებას ელოდება. ერთიც და მეორეც – მანიპულირების ხერხებია, რომელიც ქალს სექსუალური აქტივობისაკენ უბიძგებს.

სულ რაღაც 50-50 გრამი დავლიეთ.

ასეთი მკაცრი სიზუსტე იმაზე მიუთითებს, რომ სვეს ბევრი და ნაირ-ნაირი. შეეკითხეთ, რა დალია, და ის დაფიქრდება. ფხიზელი ადამიანი არასოდეს აზუსტებს, რამდენი დალია.

არასდროს, არცერთი ქალისადმი არ მიგრძვნია ის, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ.

ქმარს სურს, რომ იყოს თქვენთვის ერთადერთი, ამიტომ უთხარით, რომ გჯერათ მისი – დაე დაწყნარდეს.

ის, რომ ცოლმა იცის ქმრის ეშმაკობები, ეხმარება ქალს დაწყნარდეს და იყოს თავის თავში დარწმუნებული, ასევე, გაიგოს: მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, თუ ქმრისაც. თუ ქმარი სადმე «სიცრუის მორევში» გაიჭედა, დაეხმარეთ მას თავის დაღწევაში – სიცრუე ხომ კოლოსალურ ფსიქიკურ ენერგიას მოითხოვს.

არის ასეთი ანეგდოტი: ქმარი ბრუნდება სახლში მთვრალი და თანაც გვიან. დოინჯშემოყრილი ცოლი ეკითხება: სად იყავი ამდენ ხანს? კაცი პასუხობს: ძვირფასო, იქნებ შენ თვითონ მოიფიქრო რამე, მე ისეთი დაღლილი ვარ...

როგორ იტყუებიან ქალები.
"ქალი მამაკაცისათვის საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს და არასოდეს უთხრას სიმართლე", - ასე თვლის ქალთა უმრავლესობა. უშუალობა და ზედმეტი გახსნილობა ვნებს ურთიერთობას. მრავალჯერ უთქვამთ მამაკაცებს, რომ სწორხაზოვანი და გახსნილი ქალები მალე ბეზრდებათ – როცა არ არის იდუმალება და ინტრიგა, ეჭვები და რომანტიკა, ეს მოსაწყენია. არ ღირს ქალმა იგნორირება გაუკეთოს ასეთ შენიშვნებს.

ქალისათვის ეს ტყუილი არ არის:
- განსაზღვრულ ასაკში დაივიწყოს თავისი კალენდარული ასაკი;
- 3-4-ჯერ შეამციროს ტუჩის საცხის ფასი(ქმარი რომ არ ანერვიულოს ასეთ წვრილმანებზე);
- ამბავი რომ საინტერესო გახადოს, იგონებს სხვადასხვაგვარ წვრილმანებს და ყვება ძალიან ემოციურად.
- მამაკაცთან საუბრისას შეაქოს მისი გარეგნობა, მიუხედავად წვერგაუპარსაობისა დ ჭუჭყიანი ფეხსაცმელებისა.

და ტყუილის კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი: ვიდრე სხვას მოატყუებს, სკუთარ თავს უნდა მოატყუოს. ასეთ წესებს იცავენ ქალები, რომლებიც ქმრებთან შვილების გამო ცხოვრობენ. ეს უკვე ქრონიკული ტყუილია და თავისებური სინდისის დაწყნარება.

სიცრუის ინდიკატორები სახლის პირობებში

არ არის აუცილებელი სახლში სიცრუის დეტექტორი იქონიოთ. და თუმცა ყველა ქალს მოტყუების თავისი წესები აქვს, ფსიქოლოგებმა დაადგინეს რამდენიმე კანონზომიერება.

დახურული ჟესტები. მამაკაცი ხელებს ჯიბეებში მალავს. ლაპარაკისას პირს ხელით იფარავს. ეხება მხრებს და სახეს.

სხეულის მოძრაობა

მამაკაცი შეიძლება მსუბუქად იზმორებოდეს და იღიმებოდეს. თუ მას მომხდარის დეტალების ახსნა არ სურს და საუბრის დამთავრებას ჩქარობს, იფხანს ნიკაპს და ჰალსტუხს აწვალებს.

ხელოვნური ჩახველება და სწაფი მოძაობა. თვალის სიგნალები. მორბენალი თვალები და თვალის არიდება.

როგორი რეაგირება უნდა მოახდინოთ ტყუილზე

როგორც ერთმა ბრძენმა ქმარმა თქვა, მან ისწავლა ნებისმიერი ტყუილის განსაზღვრა სამი განქორწინების შემდეგ. მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებს: "ისეთი რა უნდა მოატყუოს ქმარმა ცოლს? კარგი, უკითხავად დალია, ან ფული დახარჯა, სულ ეს არის. ან ქალმა? ვთქვათ იყიდა თავისთვის ქურქი, ან სუნამო, ან ტუჩის საცხი. მერე რა? ასეთი სისულელისათვის ნერვების აშლა არ ღირს!" აი, ასეთი უბრალოა გამოცდილი კაცის პასუხი.

ქალისა და მამაკაცის ტყუილის გარეგნული ნიშნები ერთმანეთისაგან განსხვავდება.მამაკაცი, როცა იტყუება, აგრესიული ხდება, არ უყურებს მოსაუბრეს, მძიმედ და წყვეტილად სუნთქავს, ხმამაღლა ლაპარაკობს, თითებს ათამაშებს სახეზე და შეიძლება წამოხტეს და გავარდეს ოთახიდან. ქალი, ასეთ სიტუაციაში, როგორც წესი, არაბუნებრივად იღიმება, ბავშვური ხმით ლაპარაკობს, ტანსაცმელზე ხელს ისმევს, ფეხს ფეხზე იდებს და უფრო ხშირად ახამხამებს წამწამებს.

და ბოლოს, ცნობისათვის, ტყუილის ინტენსივობა სქესზე არ არის დამოკიდებული. ამერიკელი ფსიქოლოგების გამოთვლებით, ორივე სქესი ერთნაირი სიხშირით იტყუება – საშუალოდ 5-დან 20-მდე დღეში.


,,სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა”
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » ქალი და მამაკაცი » ტიპიური მამაკაცური და ქალური ტყუილები (სასარგებლოა იცოდეთ )))))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI