MissDior | თარიღი: პარასკევი, 25-ნოე-2011, 01:04:30 | შეტყობინება # 1 |
Sergeant
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 23
სტატუსი: გასულია
| სისხლის ჯგუფებს სექსის ტექნიკის თვალსაზრისით არანაირი გავლენა არ გააჩნია. თუმცა მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ სისხლის ჯგუფების მიხედვით არსებობს სექსუალური თავსებადობის მომენტი.
მამაკაცი და ქალი სისხლის 0 (I) ჯგუფი – საჭიროებენ მუდმივ სქესობრივ კონტაქტს ბედნიერებისათვის. ჩვეულებრივ, მათი სექსუალური ცხოვრება იდეალურად შეიძლება მოიაზრებოდეს; მამაკაცი 0 (I) და ქალი A (II) – სექსისთვის შესაფერისი წყვილია. მამაკაცს ალერსითა და სითბოთი შეუძლია ქალს განსხვავებული ხარისხით მიაღებინოს სიამოვნება; მამაკაცი 0 (I) და ქალი B (III) – მამაკაცის აქტიურია, ქალი – პასიური, მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რაც მათ სჭირდებათ. მათ შეუძლიათ სექსით ისიამოვნონ ყველგან და ყოველთვის; მამაკაცი 0 (I) და ქალი AB (IV) – მამაკაცის ქცევა ამ წყვილის ურთიერთობაში გადამწყვეტია. თუკი ის მომთმენია, გარანტირებულია ნაზი და ჰარმონიული ინტიმური ცხოვრება. მაგრამ თუკი ის მომთხოვნი და ეგოისტია, სექსუალური ცხოვრება უძნელდებათ; მამაკაცი A (II) და ქალი 0 (I) – ისინი საწოლში ყველაზე მეტ დროს ატარებენ: მათ სექსი სჭირდებათ. ამ წყვილს აუცილებლად სჭირდება ინტიმურ პრელუდია; მამაკაცი და ქალი A (II) ჯგუფის სისხლით – სხვა ყველა სექსუალური კომბინაციიდან A (II) ჯგუფის სისხლის მქონე ქალისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია. სწორედ ამ პარტნიორთან შეუძლია მას სიამოვნების განცდა; მამაკაცი A (II) და ქალი B (III) – ამ წყვილის ცხოვრების საწყის ეტაპზე სექსი არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს. მამაკაცი ეძებს ღრმა ემოციურ კონტაქტს პარტნიორთან. იკი ქალი შეძლებს გამოიჩინოს ძალა და მოთმინება მათ ცხოვრებაში სექსი ნელ-ნელა გახდება მნიშნელოვანი; მამაკაცი A (II) და ქალი AB (IV) – სრული წარუმატებლობა. ამ წყვილს, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ ექნება საინტერესო სექსუალური ცხოვრება. ერთმანეთს ექცევიან, როგორც და და ძმა. ორალური და ანალური სექსი განხილვას არ ექვემდებარება, ხოლო ტრადიციული სექსი – ერთფეროვანია და უინტერესოა და საერთოდ ამ წყვილს სექსი იშვიათად აქვს; მამაკაცი B (III) და ქალი 0 (I) – მათ უყვართ, როცა ერთმანეთს სექსის ახალ და ახალ ტექნიკას ასწავლიან. ქალი ურთიერთობაში ლიდერია, თუმცა არ შეიძლება მამაკაცის სექსუალურ ტალანტს არ გაესვას ხაზი; მამაკაცი B (III) და ქალი A (II) – ქალს მოსწონს, როცა არატრადიციული სექსი აქვთ. ამასთან, ეს წყვილი სექსუალური ურთიერთობების დროს ერთნაირად აქტიურია და შესაბამისად, ეს მათ გრძნობების განსაკუთრებულ გამას ჩუქნის; მამაკაცი და ქალი B (III) ჯგუფის სისხლით – მათი სექსი და სიამოვნება უღიმღამოა. ამ წყვილმა სექსუალური ტექნიკის დახვეწაზე უნდა იზრუნოს; მამაკაცი B (III) და ქალი AB (IV) – ტემპერამენტული წყვილია. ისინი აზარტული ექსპერიმენტატორები არიან და სექსში უამრავი ვარიანტის გამოცდა შეუძლიათ. სექსუალური თავსებადობა განსაკუთრებით მაღალია, თუკი მამაკაცი უმცროსია ქალზე; მამაკაცი AB (IV) და ქალი 0 (I) – სექსი აერთიანებს მათ. ისინი ბედნიერები იქნებიან, თუკი მამაკაცი შეეჩვევა ქალის ტემპერამეტსა და მოთხოვნებს; მამაკაცი AB (IV) და ქალი A (II) – მამაკაცი ვნებიანი პარტნიორია, სექსისც საკმაოდ ხშირად აქვთ. თუმცა მათი კავშირი უპერსპექტივოა, თუკი ქალში არ იქნება გრძნობების ქარცეცეხლი; მამაკაცი AB (IV) და ქალი B (III) – მათ სექსი სხვა წყვილებთან შედარებით იშვიათად აქვთ. თუმცა ისინი კმაყოფილები არიან ერთმანეთით; მამაკაცი და ქალი AB (IV) ჯგუფის სისხლით – ამ წყვილის შესაძლებლობები უსაზღვროა. მათში ორი უკიდურესობაა: ან ძალიან ჰარმონიული სექსუალური სფერო აქვთ, ან ძალიან ცუდი.
,,სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა”
|
|
| |