ხუთშაბათი, 16-მაი-2024, 09:36:51
მოგესალმები Guest

კრეატიულები

იდეალური ქალი საყვარელი მამაკაცისთვის - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: MissDior  
ფორუმი » თემატური ფორუმი » ქალი და მამაკაცი » იდეალური ქალი საყვარელი მამაკაცისთვის (ქალებისთვის...)
იდეალური ქალი საყვარელი მამაკაცისთვის
MissDiorთარიღი: პარასკევი, 25-ნოე-2011, 01:27:29 | შეტყობინება # 1
Sergeant
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 23
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
თუ თქვენი მეუღლე, საქმრო, მეგობარი თქვენთვის ძვირფასია, ხოლო მისი აზრი - მნიშვნელოვანი, ეცადეთ, არ გამოამჟღავნოთ ისეთი თვისებები, რომლებსაც ის ვერ იტანს.

მამაკაცების უმრავლესობას მხოლოდ ღვინის, ლუდის, ფეხბურთის სიყვარული როდი აერთიანებს; ისინი ვერ იტანენ ქალის ზოგიერთ იმ თვისებას, ურომლისოდაც სუსტი სქესის არსებობა წარმოუდგენელია. ეს თვისებებია:

სააბაზანოში ათასი წვრილმანის დაგროვება. ქალების უმრავლესობა ტუალეტისთვის საჭირო უამრავ ნივთს - შამპუნებს, ლოსიონებს, საცხებს, თმის საშრობს, თმის სამაგრებს და ვინ მოთვლის, კიდევ რას არა - სააბაზანოში ინახავს. ეცადეთ, მამაკაცსაც გამოუყოთ ადგილი თავისი ნივთებისთვის - ოდეკოლონის, საპნის, საპარსი და გაპარსვის შემდეგ სახმარი საშუალებებისთვის. ის ამითაც კმაყოფილი დარჩება. გადატვირთულ სააბაზანოში მამაკაცები ხშირად დიდხანს ეძებენ საკუთარ ნივთებს, რაც მათ სამართლიან გულისწყრომას იწვევს.
შოპინგი. მრავალ მამაკაცს ქალებზე ნაკლებად როდი უყვარს კარგად ჩაცმა, მაგრამ ქალთან ერთად საყიდლებზე სიარულს მათი ნერვები ვერ უძლებს. ქალი დიდხანს ირჩევს, სინჯავს, იზომებს, თითოეულ წვრილმანს უკირკიტებს, სურს, საუკეთესო ამოარჩიოს. მამაკაცები კი ამას ვერ იტანენ. ამიტომ ეცადეთ, საშოპინგოდ მამაკაცის გარეშე იაროთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით.
გულითადი საუბრები. ქალებს ძალიან უყვართ საყვარელ მამაკაცთან განმარტოება და საუბარი, სიამოვნებთ, როცა მამაკაცები სიყვარულს უხსნიან და თავიანთ განცდებს უზიარებენ. მამაკაცების უმრავლესობას კი საუბარს მოქმედება ურჩევნია. თანაც ქალები ხშირად შეუფერებელ დროს ირჩევენ საუბრისთვის, რადგან მათ გრძნობები მართავენ. მამაკაცებს კი ეს აღიზიანებთ. ნუ წამოიწყებთ საუბარს მაინცდამაინც საინტერესო გადაცემის ყურებისას ან მაშინ, როცა ის თავისი საქმით არის დაკავებული, თორემ არასასიამოვნო პასუხს მიიღებთ.
საჩუქრად ყვავილების მიღება. მრავალ მამაკაცს უხერხულობას ჰგვრის და ამიტომ არ უყვარს თაიგულით სიარული. თანაც ვერაფრით აუხსნიათ, რატომ აღაფრთოვანებთ ქალებს ყვავილები. მათ უფრო სოლიდური საჩუქრების მირთმევა ურჩევნიათ. ამიტომ ნუ გეწყინებათ, თუ მამაკაცი ყოველთვის ვერ ამართლებს თქვენს მოლოდინს და ყვავილებს სხვა საჩუქარს ამჯობინებს. მთავარია, გულწრფელად უნდოდეს თქვენი გახარება.
ტირილი. ტირილი განტვირთვის საშუალებაა და ქალები ამგვარად ხშირად იოხებენ გულს. აი, მამაკაცები კი ქალის ცრემლებს რატომღაც ვერ იტანენ. თუ გსურთ, საყვარელი მამაკაცი არ გააღიზიანოთ, ეცადეთ, ცრემლები დაუმალოთ, თორემ სიბრალულის ნაცვლად მასში სხვა, უფრო არასასიამოვნო განცდებს გამოიწვევთ.
ჭორაობა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მამაკაცების უმრავლესობა ქალებზე უარესი ჭორიკანაა. მიუხედავად ამისა, ქალის ეს თვისება მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ. საქმე ის კი არ არის, რომ ქალები ჭორაობენ, არამედ ის, რაზე ჭორაობენ. ქვეცნობიერად ყველა მამაკაცს ეშინია, მისი მეუღლე თუ პარტნიორი სხვა ქალებს მისი სექსუალობისა თუ სისუსტეების შესახებ არ მოუყვეს. ამიტომ ეცადეთ, მამაკაცის თანდასწრებით დიდხანს არ იჭორაოთ ტელეფონით. არსებობს სხვა წვრილმანებიც, რომლებიც ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცსაც კი გააღიზიანებს. თუ გსურთ, პარტნიორთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, გაითვალისწინეთ ზოგიერთი რჩევა:
ნუ მოაბეზრებთ თავს. ნუ შეაწუხებთ რეკვით. როცა თვითონ დაგირეკავთ, ნუ დაიწყებთ წუწუნს, რომ მის გარეშე მოიწყინეთ. მის ნაცვლად ნუ დაგეგმავთ, რა აკეთოს თავისუფალ დროს - ეს არც ერთ მამაკაცს არ მოეწონება. უკეთესი იქნება, თუ მეგობრებსა და ახლობლებს მის გარეშე შეხვდებით. ძალას ნუ დაატანთ. სამაგიეროდ, ის შეიძლება თავისივე სურვილით შემოგიერთდეთ.
საიდუმლოდ შეინახეთ ინტიმი. ეს ის სფეროა, რომელიც მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ. რა საჭიროა, ვინმეს, თუნდაც საუკეთესო დაქალს, უამბოთ, როგორია თქვენი საყვარელი მამაკაცი ინტიმური ურთიერთობისას? თქვენი გულწრფელობა პარტნიორს აუცილებლად აღაშფოთებს - მას ხომ თქვენ უახლოეს ადამიანად მიაჩნიხართ და ბოლომდე გენდობათ. თუ ენას კბილს ვერ აჭერთ, ის მაინც მოახერხეთ, რომ მან არ გაიგოს!
იყავით მუდამ ქალური. მიაქციეთ ყურადღება, როგორ გამოიყურებით. ცხადია, სახლში სპორტული მაისურითა და შარვლით სიარული უფრო მოხერხებულია, მაგრამ გაითვალისწინეთ თქვენი რჩეულის გემოვნებაც - მას სურს, მისი სათაყვანებელი ქალი ყოველთვის მომხიბვლელი იყოს.


,,სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა”
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » ქალი და მამაკაცი » იდეალური ქალი საყვარელი მამაკაცისთვის (ქალებისთვის...)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI