პარასკევი, 17-მაი-2024, 18:12:20
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ხინკალი - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: MissDior  
ფორუმი » თემატური ფორუმი » კულინარია » ხინკალი (ხინკლის დამზადების წესი. აუ მინდაააააა :))
ხინკალი
BAQSIთარიღი: სამშაბათი, 15-ნოე-2011, 08:46:40 | შეტყობინება # 1
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია

მასალა :
მსუქანი ცხვრის ხორცი - 300გრ,
ღორის ხორცი - 200გრ,
ხახვი - 3 თავი,
პურის ფქვილი - 500გრ,
ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება:

დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით ½ ჩაის ჭიქა) და კარგად აზილეთ.

გაცერით პურის ფქვილი, მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ.

ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) და გამოჭერით ჭიქით, და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.

თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, იგი მზად არის.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: სამშაბათი, 15-ნოე-2011, 09:04:15 | შეტყობინება # 2
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
ჩემი უსაყვარლესი საჭმელია მეკეტება ხინკალზე biggrin love

ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » კულინარია » ხინკალი (ხინკლის დამზადების წესი. აუ მინდაააააა :))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI