ხუთშაბათი, 16-მაი-2024, 18:14:41
მოგესალმები Guest

კრეატიულები

ათეიზმი - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » თემატური ფორუმი » შემეცნება, ფილოსოფია და რელიგია » ათეიზმი (ათეიზმის შესახებ ინფორმაცია)
ათეიზმი
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 19:07:44 | შეტყობინება # 1
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს).
განსაზღვრებანი:
მატერიალისტური ათეიზმი არ ცნობს ზებუნებრივ მოვლენებს და მათ ამსახველ ნაწერებსა თუ მონათხრობს, ამბებს მათ შესახებ უნდობლობას უცხადებს და უგულებელჰყოფს, შესაბამისად, იგი უარყოფს ნებისმიერი ღვთაებისა თუ ღმერთის არსებობას. ათეისტური შეხედულება რაციონალიზმს ეყრდნობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეული ათეისტის განათლებასა და კულტურიდან გამომდინარე ათეიზმის განსხვავებული ფორმები არსებობს. აუცილებელია ათეიზმის გამიჯვნა აგნოსტიციზმისაგან, რამეთუ ეს უკანასკნელი არ უარყოფს ზებუნებრივის არსებობას, აგნოსტიციზმის თანახმად, მისი შეცნობა უბრალოდ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.

ჩემი აზრით ათეიზმის მკაფიო განსაზღვრება დაბრკოლებულია იმის გამო, რომ ზოგჯერ იგი ერთდროულად აღნიშნავს რწმენის არქონასა და სარწმუნოების გააზრებულ და რეალურ უარყოფას. ამ ხარვეზის შესავსებად მრავალნაირი განსაზღვრება იქნება მოწოდებული, რომელთა უმრავლესობაც ათეიზმს განსაზღვრავს როგორც ამა თუ იმ ღვთაების რწმენის არქონას.
გარდა ამისა, ღვთაებრიობის მრავალგვარ განსაზღვრებას ერთგვარი განუსაზღვრელობა შემოაქვს ათეიზმის ცნებაში. ათეიზმის მიერ უკუგდებული მოვლენები შეიძლება იწყებოდეს ღმერთის გაპიროვნებული გამოსახულების (როგორც მაგალითად ქრისტიანობაში) უარყოფიდან ყოველგვარი სულიერი, ზებუნებრივი და ტრანსცენდენტალური რეალობის (მაგ. ბუდიზმსა და ინდუიზმში) უარყოფამდე.

მეცნიერული ათეიზმი.
განმანათლებლობის ხანიდან მოყოლებული მეცნიერების წინსვლა საშუალებას იძლევა სულ უფრო და უფრო დამაკმაყოფილებლად აიხსნას სამყარო ღმერთის (ცნების) მოუშველებლად. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ცნობილი გასაუბრება ნაპოლეონსა და პიერ სიმონ ლაპლასს შორის:
ნაპოლეონი : ბატონო ლაპლას, თქვენს სისტემაში ვერსად წავაწყდი ღმერთის ხსენებას.
ლაპლასი : ეგ ჰიპოთეზა არ დამჭირვებია.

მეცნიერთა გარკვეული ნაწილი არ ეთანხმებოდა ლაპლასს და აღნიშნავდა, რომ გულდასაწყვეტია ლაპლასის მომჭირნეობა იმ ჰიპოთეზის მიმართ, რომლის „ღირსებაც არის ის, რომ იგი ყველაფერს ხსნის“, ამაზე ლაპლასს ფრანგი იმპერატორისათვის მიუგია:
ეგ ჰიპოთეზა, ბატონო ჩემო, ხსნის, უეჭველად, ყველაფერს, მაგრამ არაფრის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ჩემი კი, როგორც მეცნიერის მოვალეობაა, ისეთი ნაშრომების მოწოდება, რომელთაც შეუძლიათ წინასწარმეტყველება.

მაშინ როდესაც ცოდნა სამყაროს შესახებ (უფრო ზოგადად კი მეცნიერება) თავისი განვითარების საწყის ეტაპზე იყო, ოკამის სამართებელი (ანუ მომჭირნეობის პრინციპი) მორწმუნეთა მხარეს იხრებოდა, რამეთუ ღვთისმეტყველები კაცობრიობის რთულ კითხვებს მარტივ, ადვილად გასაგებ პასუხებს სცემდნენ, ეს ამართლებს ღმერთის ჰიპოთეზის მოხმობას რაციონალურ მსჯელობებში.

არისტოტელეს მოსაზრება წესად იყო ქცეული: მცირედ განჭვრეტადი მთვარისქვეშა სამყარო, რომელსაც განაგებს ცალმიმართული მოძრაობანი (წონის მქონე სხეულთა ვარდნა, წყლის ორთქლის აღმასვლა) უპირისპირდებოდა, მთავრის სფეროს მიღმა მდებარე, ციურ სამყაროს რომელიც სრულიად გასაგები იყო და რომელიც საუკუნო ციკლებისაგან შედგებოდა; მთელი სირთულე „სხვა, ღვთიურ სამყაროში“ იყო გადატანილი.

მაგრამ მეცნიერების განვითარების კვალად წარმოჩნდა ისეთი მოვლენები და ცნებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სამყაროს ახსნა ღვთიური ჩარევის გარეშე.

მეცნიერული ათეიზმი განისაზღვრება როგორც მიდგომა, რომლის მიხედვითაც რწმენის როლი სამყაროს ახსნაში ძალადაკარგულია. wink
მიმაგრება: 6703855.jpg (7.6 Kb)


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » შემეცნება, ფილოსოფია და რელიგია » ათეიზმი (ათეიზმის შესახებ ინფორმაცია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI