პარასკევი, 17-მაი-2024, 02:05:37
მოგესალმები Guest

კრეატიულები

რა არის სიყვარული? - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: MissDior  
ფორუმი » თემატური ფორუმი » ქალი და მამაკაცი » რა არის სიყვარული? (გრძნობა რომელიც ბრძენმა ვერ ახსნა და სულელმაც განიცადა)
რა არის სიყვარული?
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 17:11:29 | შეტყობინება # 1
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემ...წვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული

heart :heart: heart :icecream:


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » ქალი და მამაკაცი » რა არის სიყვარული? (გრძნობა რომელიც ბრძენმა ვერ ახსნა და სულელმაც განიცადა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI