ორშაბათი, 29-აპრ-2024, 22:22:30
მოგესალმები Guest

კრეატიულები

როკ მუსიკა - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » თემატური ფორუმი » მეალომანია » როკ მუსიკა (ინფორმაცია როკ მუსიკის შესახებ)
როკ მუსიკა
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:17:48 | შეტყობინება # 1
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
როკ მუსიკა არის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის ერთ–ერთი ფორმა ვოკალური მელოდიით, რომელსაც თან ახლავს გიტარა, დრამი და ბასი. ასევე როკ მუსიკის ზოგიერთი სტილი იყენებს კლავიშებიან ინსტრუმენტებსაც, როგორიცაა ორღანი, პიანინო, მელოტრონი თუ სინთეზატორები.
როკ მუსიკის ფესვები მოდის 1940–1950–იანი როკ ენ როლის და როკებილისაგან, რომელიც განვითარდა ბლუზისგან და ქანთრისგან. გვიან 1960–იან წლებში როკ მუსიკა შეერია ფოლკლორს და გარდაიქმნა ფოლკლორად, ბლუზთან შერწყმით ჩამოყალიბდა ბლუზ–როკი, ჯაზთან კი– ჯაზ–როკი ანუ ფიუჟენი (fusion) და ფსიქოდელიური როკი. ამ დროს ახალგაზრდები ინტენსიურად ყიდულობდნენ როკ ენ როლის პლასტიკებს.
როკ მუსიკის შესახებ არ არსებობს მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორია, არამედ არსებობს რამდენიმე. არსებობს როკ მუსიკის ისტორიის ნაციონალური ვერსიები.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:18:08 | შეტყობინება # 2
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
1954 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ბილი ჰეილმა შექმნა ორი პოპულარული სიმღერა, რომელთა სათაურებში იყო სიტყვები „rock“ და „roll“. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ალან ფრიდმა მიიღო ტერმინი „Rock N’ Roll“.
1955 წელს ჩაკ ბერიმაც აღმოაჩინა როკ ენ როლი. ბერი იყო ზანგი, რომელიც უკრავდა ზანგურ მუსიკას, მაგრამ დრო შეიცვალა და უკვე თეთრკანიანებიც უსმენდნენ რიტმს და ბლუზს ყველგან, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში. მუსიკის ინდუსტრიამ მალე გაიგო, რომ არსებობდა თეთრი ბაზარი შავი მუსიკისთვის. მუსიკალურმა ინდუსტრიამ წინ წაწია თეთრი კერპები,როგორიც არის ელვის პრესლი. მაგრამ ნამდვილი გმირები იყვნენ ჩაკ ბერის მსგავსი პიროვნებები, რომლებმაც უკეთესად წარმოაჩინეს შემსრულებლისა და საზოგადოების ერთობლივი მოქმედება.
როკ ენ როლის თავდაპირველი ჟანრი იყო ბლუზის ჟანრების წარმონაქმნი, რომელიც სრულდებოდა ისეთი შემსრულებლების მიერ, როგორიცაა „ფეთს დომინო“ (“Fast Domino”) და ელვისი. ამ ჟღერადობის შემდეგი თაობა იყო გერეიჯ როკი და სერფ როკი (Surf rock), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ–ში. ამავე დროს მძიმე როკ მუსიკა, მერსიბითი, სკიფლი იყო შემდეგი ეტაპი როკის ევოლუციაში.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:18:28 | შეტყობინება # 3
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
მუსიკოსთა ჯგუფებს, რომლებიც როკ მუსიკის სფეროში მოღვაწეობენ ეწოდებათ როკ–ბენდები და როკ–ჯგუფები. ბევრი როკ–ჯგუფი შეიცავს გიტარისტს, წამყვან ვოკალისტს, ბას–გიტარისტს და დრამერს, რომლებიც ქმნიან კვარტეტს. ზოგ ჯგუფს კი ერთ პოზიციაზე ერთზე მეტი მუსიკოსიც შეიძლება ჰყავდეს, რასაც ემატება რიტმ–გიტარისტები და კლავიშებიან თუ სხვა ინსტრუმენტებზე დამკვრელები.
60–იანი წლების შუა ხანებში „ბიტლზის“ მსგავსი ჯგუფების სახით წარმოდგენილმა ბრიტანულმა შემოსევამ დაიწყუ აღმასვლა, რომლის ტალღამაც მთელ სამყაროს გადაუარა.
60–იანი წლებიდან როკ მუსიკის ტექსტები ასახავდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, სოციალურ პრობლემებს. ამ დროს ყველაზე პოპულარული ჯგუფი იყო „The Doors“, რომლის ვოკალისტი იყო ჯიმ მორისონი. როკ ენ როლმა 1960–იან წლებში განიცადა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, გახდა უფრო მრავალფეროვანი. ამ პერიოდში ტერმინი "როკ ენ როლი" დამკვიდრდა უბრალოდ როგორც როკი. გაჩნდა ბევრი ახალი შემსრულებელი.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:19:11 | შეტყობინება # 4
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
ბრიტანული შემოსევისგან დამოუკიდებლად განვითარდა ფსიქოდელური როკი, რომელმაც ნელ–ნელა გაშალა ფრთები და გამოხატულება ჰპოვა პროგრესულ როკ–ბენდებში. მოდური მუსიკის ჟანრის ჯგუფებმა, როგორიცაა “The Yardbirds” და „The Who“, განაახლეს და გადაახალისეს თავიანთი ჟღერადობა უფრო ენერგიულ მძიმე როკის ჟანრში. ლეგენდარული ჯგუფი „The Who“ შეიქმნა 60–იანი წლების ბოლოს. მისი წევრები არიან პიტ ტოუნშენდი (გიტარა), როჯერ დელტრი (ვოკალი), ჯონ ენტვისტლი (ბასი), ქეით მუნი (დრამი). სწორედ ტოუნშენდის მიერ იყო დაწერილი პირველი როკ-ოპერა სახელწოდებით „Tommy“, რომელიც გამოვიდა 1968 წელს. მათმა ვოკალისტმა არაჩვეულებრივად შეასრულა მთავარი როლი ფილმში „Tommy“. შემდეგში გამოდის როკ ოპერის კიდევ ერთი შედევრი „Quadrophenia“, რომელზეც აგრეთვე გადაღებულია ფილმი. ადრეულ 70–იან წლებში ეს უნიკალური ბგერები გახდა კიდევ უფრო მეტად სახასიათო და მტკიცე. ეს უკანასკნელი შეერია გლამ როკს და ანდერგრაუნდის ფენომენს – პოვერ–პოპს.
1970–იან წლებში როკმე გააერთიანა სოული, ფანქი და ლათნური მუსიკა. ასევე 1970–იანებში როკი განვითარდა უამრავ სუბჟანრად, როგორიცაა სოფთ როკი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, პროგრესული როკი და პანკ როკი. როკის სუბჟანრები, რომლებმაც თავი იჩინეს 1980–იან წლებში, მოიცავდნენ სინტპოპს, ჰარდქოურ პანკს (შინაგანად მძიმე პანკი) და ალტერნატიულ როკს. 1990–იან წლებში წარმოშობილი როკის სუბჟანრები აერთანებდნენ გრანჯს, ბრიტპოპს, ინდი როკს და ნუ მეტალ (Nu metal).


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:20:03 | შეტყობინება # 5
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
70–იან წლების შუა ხანებში ჩამოყალიბდნენ და სახე შექმნეს მძიმე მეტალმა, პანკ–როკმა და როკ მუსიკის ერთ–ერთმა ნაკლებად ცნობილმა ჟანრმა კრაუტროკმა, რომელიც წარმოიშვა პროგრესული როკისაგან, მინიმალიზმისაგან, ჯაზისაგან, ევენტგარდისაგან, გერეიჯ როკისაგან და ფანქისაგან. კრაუტროკი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კოსმიშ მიუზეკ“, არის ექპერიმენტალური მუსიკალური სცენის ჟანრული სახელი, რომელიც პირველად გამოჩნდა გვიან 1960–იან წლებში გერმანიაში და მოიპოვა პოპულარობა მთელი 70–იანი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბრიტანეთში. კრაუტროკმა დიდი გავლენა მოახდინა პოსტ–პანკის განვითარებაზე, რომლის ელემენტებიც შეინიშნებოდა ისეთ შემსრულებლებზე, როგორიც არის “The Fall” და “This Heart”. გვიანი 1990–იანი და ადრეული 2000–იანი წლებისათვის, ელექტრონული მუსიკის გამოცოცხლებასთან ერთად და ახალი თაობის მიერ გერმანული მუსიკის ადრეული ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენის პერიოდში კრაუტროკი მიიჩნიეს ინდივიდუალურ სტილად. კრაუტროკი არის ერთ–ერთი წყარო, რომლისგანაც შემდეგ წარმოიშვა ინდუსტრიალი მუსიკა. ინდუსტრიალი როგორც მუსიკალური მიმდინარეობა წარმოიშვა 1974 წელს ინგლისში. ამ მიმდინარეობის ფუძემდებლად ითვლება ჯგუფი „Throbbing Gristle“. მან ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა სტილს, რომელსაც დღეს მომავლის მუსიკასაც კი უწოდებენ.

ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:20:31 | შეტყობინება # 6
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
ტერმინი Industrial წარმოიშვა Throbbing Gristle ის მიერ დაარსებული ხმისჩამწერი სტუდიის ამავე სახელწოდებისგან „Industrial Records“. 1974-1981 წლები ინდუსტრიალის კლასიკურ ხანად იწოდება, ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ სხვა მუსიკალური ჯგუფებიც როგორიცაა Einstuerzende Neubauten, SPK, Merzbow მაგრამ ისინი იმ პერიოდისთვის არ იყვნენ პოპულარულები რადგან ეს მიმდინარეობა იმდენად ავანგარდული და უჩვეულო იყო, რომ ძნელი იყო მისი აღქმა დისკოზე ან კლასიკურ როკზე გაზრდილი თაობისათვის. დღეს კი ინდუსტრიალ მეტალი თანამედროვე მეტალის ერთ-ერთ განხრად ითვლება, მას ნაკლები საერთო აქვს პირველყოფილ ინდუსტრიალთან და ახლოსაა ექსტრემალურ მეტალთან ჩამოყალიბდა ისეთი მიმართულებები როგორიცაა ინდუსტრიალ მეტალი და ბლექ მეტალი, ინდუსტრიალ როკი და ალტ როკი და სხვა. სამხრეთული როკ მუსიკა წარმოქმნიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გახდა დიდი გავლენის უნარის მქონე. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში როკ მუსიკაში მოხდა აფეთქება, რაც საზოგადოდ გამოიხატებოდა განსხვავებული, ნაკლებად ცნობილი ჟანრების აღმასვლაში.
როკ მუსიკა არის მეტად კომპლექსური მიმდინარეობა. მისი სტილისტური ჰორიზონტი არის ძალიან ფართო საიმისოდ,რომ მთელ მის ბუნებას მოიცავდეს ერთი კონკრეტული დეფინიცია. ერთ–ერთი ყველაზე მიახლოებითი მოსაზრება როკს განსაზღვრავს, როგორც მუსიკალურ მიმდინარეობას, რომელიც წარმოადგენს თინეიჯერულ საზოგადოებას და ლაპარაკობს მისთვის. ამ სტილის მუსიკალური ხასიათი გამოიხატება მძიმე რიტმებით. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში როკ ენ როლი არის დომინანტური მუსიკალური სტილი, რომელსაც უსმენს და რომლითაც მოხიბლულია უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში. როცა როკი იბადებოდა, იგი წარმოადგენდა მუსიკას, რომელიც ამერიკელი თინეიჯერების მშობლებს არ მოსწონდათ და არც იცოდნენ მის შესახებ. ყოფილიყავი როკის ფანი ნიშნავდა მშობლებისათვის პროტესტის გამოცხადების საშუალებას და ორ თაობას შორის განსხვავების გზას. მაგრამ რაც წლები გადიოდა, საზოგადოებას სულ უფრო და უფრო კეთილგანწყობილი დამოკიდებულება უჩნდებოდა როკ მუსიკის მიმართ და იგი აღიქვეს უკვე როგორც ხელოვნების დარგი.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:21:58 | შეტყობინება # 7
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
აშშ–ს ისტორიის მანძილზე, როკ მუსიკამ გააერთიანა სხვადასხვა აღმსარებლობის და ეროვნების ადამიანები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიდნენ ფანების ჯგუფებს. ზოგიერთი ადამიანისთვის როკ ენ როლი გახდა ცხოვრების გზა, სხვებისთვის კი იგი გადაიქცა სამყაროს რეალობისგან თავის დაღწევის საშუალებად.
როკში გაერთიანებულია ხალხური და საესტრადო სიმღერები, ჯაზი და ასევე კლასიკური მუსიკა.
როკ მუსიკამ ბევრი რამ, როგორც წაართვა, ასევე შესძინა კიდეც ჯაზს. როკზე დიდი გავლენა იქონია კლასიკურმა და სიმფონიურმა მუსიკამ. როკ მუსიკამ შეითავსა ლათინოამერიკული, ინდური, არაბული და ევროპის ქვეყნების ფოლკლორული ელემენტები. როკ მომღერლებმა კარგად გამოიყენეს ელექტრონული და შემდგომში კომპიუტერული მუსიკა. როკის განვითარებასთან ერთად როკ ჯგუფები თავიანთ ინსტრუმენტებს ამატებენ ჩასაბერ ინსტრუმენტებსაც.
1967–1968 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა ორი ანსამბლი, რომლებმაც შემოიტანეს ახალი ტერმინი – „ჯაზ როკი“. ეს ჯგუფები შედგებოდნენ ახალგაზრდა ჯაზმენებისაგა, რომლებმაც შეითავსეს როკი. ერთ–ერთმა მათგანმა, რომლის სახელია „ჩიკაგო“, დაამატა ჩასაბერი ინსტრუმენტების სამი სახეობა: საქსაფონი და ტრომბონი.
ჯაზი თანდათან კარგავდა პოპულარობას, სამაგიეროდ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა როკის კულტურა. ნელ–ნელა ჯაზმენებმა დაკარგეს სამუშაო, მათ აძევებდნენ კლუბებიდან და ავიწროებდნენ.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:23:43 | შეტყობინება # 8
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
70–იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდების დიდი ნაწილი იღებს ნარკოტიკებს, რასაც ბევრი როკ მომღერლის სიცოცხლე შეეწირა, მაგალითად: ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი და ჯიმ მორისონი.
1977 წელს, როდესაც გარდაიცვალა როკ ენ’ როლის მეფე, ელვის პრესლი, მთელი თაობა მისტიროდა მას. მაგრამ, 1980 წლის 8 დეკემბერს ჯონ ლენონის მკვლელობამ მთელი მსოფლიო შეძრა.
960–იან წლებში დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლივერპულში, ჩამოყალიბდა როკ ჯგუფი „ბითლზი“, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. ჯგუფის წევრები იყვნენ: ჯონ ლენონი, ჯეიმს პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი. ჯგუფი განვითარებასთან ერთად სცდება ინგლისის საზღვრებს და უკვე მთელ მსოფლიოში ხდება ცნობილი. მათი ყველაზე ცნობილი და უკვდავი სიმღერებია: „Let It Be“, “Get Back”, “Yesterday”, “And I Love” და მრავალი სხვა. ამ ჯგუფმა როკის მთელ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. იგი დღესაც არ ჰკარგავს თაყვანისმცემლებს.
როკი ყველაზე პოეტური მუსიკაა, ამიტომაცაა იგი ყველაზე რთული, წინააღმდეგობრივი, თავისი თავის უარმყოფელი და დამკანონებელი ერთსა და იმავე დროს.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:23:55 | შეტყობინება # 9
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
როკ მუსიკამ, როგორც, ვთქვათ, პოეზიამ, კლასიკურმა მუსიკამ, პოლიტიკამ, მეცნიერებამ, სამყაროს შესძინა უდიდესი ადამიანები, გამოკვეთილი პიროვნებები, განუმეორებელი ინდივიდები. მათ ვერასოდეს დაივიწყებენ, რადგან მათი შინაგანი ხმა, ქვეცნობიერი (იქნებ ცნობიერიც), იყო ძახილი ზეკაცობისა თუ ღმერთკაცობისაკენ, ხოლო მათი საბოლოო მიზანი იყო პროგრესი კაცობრიობისა. რა ფორმიტაც არ უნდა იყოს ეს პროგრესი გამოხატული, როკის საბოლოო იდეა, სწრაფვა არის დადებითი.
როკის ხელაღებით, განუსჯელად უარყოფა უდრის პოეზიის, მხატვრობის უარყოფას, პროგრესის უარყოფას, ან მუსიკის რომელირაც უდიდესი ეტაპის მიჩქმალვას, მისი მნიშვნელობის გაუფასურების მცდელობას. ყოველი დიდი ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანს. ძლიერი ინდივიდის შედარებით ყველაზე სრულყოფილად წარმოჩენა მრავალრიცხოვანი მასის წინაშე სწორედ როკ მუსიკით არის შესაძლებელი. ესაა აგრესიისგან განტვირთვის საუკეთესო საშუალება. როკ კონცერტები ხშირად აფეთქების სახეს ატარებს, რადგანაც დიდი ძალა იხარჯება ამ ცოცხალ მუსიკაში, ამ შემოქმედებით პროცესში. ესაა ყველაზე რევოლუციური, ყველაზე თავისუფალი მუსიკა.
როკის ფესვები უძველეს წარსულშია საძიებელი. მისი რიტმები პირველყოფილი ადამიანების პრიმიტიულ მელოდიებში, მათ გიჟურ ცეკვებშიც შეიგრძნობა.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:24:13 | შეტყობინება # 10
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
50–იანმა წლებმა კაცობრიობას როკ მუსიკა აჩუქა. აგრესიამ გამოსავალი მუსიკაში ნახა. ყალიბდებოდა ყველაზე აგრესიული, მაგრამ ყველაზე რთული და ლამაზი ხელოვნება.
გასული საუკუნის როკის სიმბოლოდ მაინც ფრედი მერკური, ჯონ ლენონი და ელვის პრესლი უნდა ვაღიაროთ.
50–იან წლებში როკს ბევრი ქმნიდა. მაგალითად, ბილი ჰეილი, ჩაკ ბერი, ლითლ რიჩარდი, მაგრამ როკის მამად, ამ მუსიკის ყველაზე ადრეულ გენიოსად ალბათ მაინც ამერიკელი ელვის პრესლი შერჩება როკის ისტორიას. ელვისის პოპულარობა ევროპაში „ბითლზმა“ გაიმეორა. „ბითლზი“ შეიძლება ყველაზე ადრეულ, ნამდვილად გენიოსურ როკ ჯგუფად დასახელდეს. სადღაც ელვისი – „ბითლზის“ შუალედი არის ნამდვილი როკის ჩამოყალიბების ხანა. „ბითლზი“ ერთ–ერთი ფუძემდებელია დიადი ბრიტანული როკისა. ბრიტანულმა როკმა კი 60–70–იან წლებში მსოფლიო ესტრადა განუმეორებელ სიმაღლეზე ატყორცნა. ამ დროისთვის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჯგუფები იყვნენ: „Queen“, „Pink Floyd“, “Led Zeppelin”, “Rolling Stones”, “Deep Purple”, “Black Sabbath”. ყველაზე ცნობილი ამერიკული ჯგუფები კი იყვნენ „The Doors“, რომლის ლიდერიც იყო ჯიმ მორისონი

რაც შეეხება მძიმე როკს, იგი 60–იან წლებში ჩამოყალიბდა. იმ ჯგუფებიდან, რომლებმაც მას ჩაუყარეს საფუძველი, გამოირჩევა „Led Zeppelin“ და ”Deep Purple”.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:25:10 | შეტყობინება # 11
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
60–იან წლებში ჩაისახა ფსიქოდელიური როკი და სამყაროს მოევლინა „Pink Floyd“ თავისი განუმეორებელი ალბომებით, მაგალითად, როგორიცაა „The Wall“ (“კედელი”) და „Dark Side Of The Moon“ („მთვარის ჩაბნელებული მხარე“).
60-70-იან წლებში განვითარდა პროგრესული როკიც. კინგ კრიმსონის მუსიკაში ბევრმა შემდგომში ალტერნატივის საფუძველი აღმოაჩინა.

როკ მუსიკას ხშირად უკავშირებენ ისეთ უცნაურ მოვლენებს, როგორიცაა მსოფლიოში გავრცელებული ჰიპების კომუნები, პანკების სუბკულტურა და სხვა.
1975 წელს ჩამოყალიბდა პირველი პანკროკული ჯგუფი სახელწოდებით „Sex Pistols“, რომლის წევრებიც იყვნენ ჯონ ლიდონი, სტივ ჯონსი, პოლ კუკი და გლენ მეტლოკი, მაგრამ ამ ჯგუფს დიდხანს არ უარსებია და სამ–ოთხ წელიწადში დაიშალა.

70–იან წლებში ბრიტანეთში ჩამოყალიბდა ჯგუფი „Queen“. მისი ვოკალისტი იყო ფრედი მერკური. იგი გამოირჩეოდა თავისი სპეციფიკური ვოკალით, იგი თვითონ ქმნიდა მუსიკასაც და ტექსტებსაც. ფრედი მერკური როკის ლეგენდად დარჩა.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
BAQSIთარიღი: ორშაბათი, 13-ნოე-2011, 20:25:31 | შეტყობინება # 12
Lieutenant
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 52
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
ახალ როკ თაობაზე ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვს შედარებით ძველ მიმდინარეობას – ალტერნატივას. როცა საუბრობენ როკის ზომაზე მეტად თავისუფლებაზე, ნარკოტიკებზე თუ ალკოჰოლზე, ესაა მოვლენების ნეგატიური აღქმა. ნამდვილი როკმენი არის ფიქრისა და გრძნობის კაცი, ის ქმნის დიდი ხელოვნებას, რაც მისთვის მთავარია.
როკ მუსიკის მასშტაბურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ტარდებოდა და დღესაც ტარდება უზარმაზარი როკ კონცერტები, რომელთაც ესწრება ასეულობით და ათასეულობით ფანი.
როკ მუსიკის შესახებ შექმნილია და ახლაც იქმნება უამრავი ფილმი. მაგალითად, 2001 წელს გამოვიდა ფილმი „როკ ვარსკვლავი“ („Rock Star“), რომელიც აღწერს ერთი როკ მომღერლის – კრის კოულის ისტორიას. ასევე, 1991 წელს გადაღებულ ფილმში „The Doors“ ველ კილმერი ასრულებს ლეგენდარული ჯიმ მორისონის როლს. 2006 წელს ტელეეკრანებზე გამოჩნდა ფილმი „Wassup Rockers“, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს და მოგვითხრობს თინეიჯერული როკ ბენდის შესახებ.
საესტრადო მუსიკაში ჩახედული ადამიანი ვერ უარყოფს, რომ როკ მუსიკა უპირველესია სხვებს შორის. ვერც ერთმა საესტრადო მიმდინარეობამ ვერ შექმნა უფრო პოპულარული და დიდი პიროვნებები, როგორც როკმა. პირობითად, შეიძლება გამოვკვეთოთ ასეთი შუალედი: „ბითლზიდან“ „ქვინის“ ჩათვლით. ესაა საესტრადო მუსიკის ოქროს ხანა.


ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » მეალომანია » როკ მუსიკა (ინფორმაცია როკ მუსიკის შესახებ)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI