MissDior | თარიღი: პარასკევი, 25-ნოე-2011, 08:49:13 | შეტყობინება # 1 |
Sergeant
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 23
სტატუსი: გასულია
| მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიხსნა ბოსტნეულის ნახატებით გაფორმებული კაბებით და სარაფნებით-პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი-ასევე აქტიურად იყო გამოყენებული აქსესუარების გაფორმებისას.
შემდეგ წარმოდგენილი იქნა ბრჭყვიალა ქვებით გაფორმებული კოსტუმები.
დიზაინერების განცხადებით კაბების სილუეტი 50-იანი წლების გამოძახილია, ისინი საგაზაფხულო კოლექციაში გასული საუკუნის 50-იანი წლების სიცილიური სოფლის ატმოსფეროს გადმოცემას შეეცადნენ.
კოლექცია ასევე მოიცავს მაქმანის და ბადისგან შეკერილი კაბებს. ბოლო დღის მთავარი შოუ Giorgio Armani-ის გახლდათ.
შოუ გახსნა მოდელმა კოკო როშამ. კოლექციის მთავარი ქსოვილი უნაზესი აბრეშუმი გახლდათ-ბლუზები და კოჭამდე სიგრძის შავი შარვლები, ცალმხრიანი ტოპები და ქვედაბოლოები, რომელიც გაფორმებული იყო აბსტრაქტული პრინტები, ასევე მკაცრი კოსტიუმები და შლიაპები, კოქტეილის კაბები იაპონური მოტივებით. [b][size=9]Roberto Cavalli-ს შოუ ოქროსფერი სამეფო გახლდათ.
რობერტო კავალიმ საკმაოდ თამამი -ოქროს და პრინტების შეხამება გააკეთა.
ბრწყინავი პიჯაკები შეხამებული იყო ფართონახატიან კაბებსა და ქვედაბოლოებთან. Gianfranco Ferre-ს ახალი კოლექცია მკაცრ გეომეტრიას, ზუსტ ხაზებს და ერთტონალობას აერთიანებს.
თეთრი შარვლები, ჰაეროვანი კაბები, პიჯაკები, ასევე კანისფერის და მეტალიკის ნაზავი, ბუმბულებით გაფორმებული კოქტეილის კაბები, ბერძნული ტრადიციით შესრულებული ტუნიკები. Versus-ის კოლექცია თავშეკავებული გახლდათ.
ნახევრად გამჭვირვალე კაბებიც კი ნაკლებად გამომწვევი იყო, მხოლოდ მიგანიშნებდათ სექსუალურობის შესახებ.
კოლექციაში დომინირებდა გეომეტრიული თარგი, მშვიდი ფერები:ვარდისფერი, ცისფერი, მკრთალი მწვანე.
,,სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა”
|
|
| |