ხუთშაბათი, 16-მაი-2024, 22:01:13
მოგესალმები Guest

კრეატიულები

მილანის მოდის კვირეული დასრულდა - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: MissDior  
ფორუმი » თემატური ფორუმი » სილამაზე და მოდა » მილანის მოდის კვირეული დასრულდა (მოდა)
მილანის მოდის კვირეული დასრულდა
MissDiorთარიღი: პარასკევი, 25-ნოე-2011, 08:49:13 | შეტყობინება # 1
Sergeant
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 23
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიხსნა ბოსტნეულის ნახატებით გაფორმებული კაბებით და სარაფნებით-პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი-ასევე აქტიურად იყო გამოყენებული აქსესუარების გაფორმებისას.

შემდეგ წარმოდგენილი იქნა ბრჭყვიალა ქვებით გაფორმებული კოსტუმები.

დიზაინერების განცხადებით კაბების სილუეტი 50-იანი წლების გამოძახილია, ისინი საგაზაფხულო კოლექციაში გასული საუკუნის 50-იანი წლების სიცილიური სოფლის ატმოსფეროს გადმოცემას შეეცადნენ.

კოლექცია ასევე მოიცავს მაქმანის და ბადისგან შეკერილი
კაბებს.
ბოლო დღის მთავარი შოუ Giorgio Armani-ის გახლდათ.

შოუ გახსნა მოდელმა კოკო როშამ. კოლექციის მთავარი ქსოვილი უნაზესი აბრეშუმი გახლდათ-ბლუზები და კოჭამდე სიგრძის შავი შარვლები, ცალმხრიანი ტოპები და ქვედაბოლოები, რომელიც გაფორმებული იყო აბსტრაქტული პრინტები, ასევე მკაცრი კოსტიუმები და შლიაპები, კოქტეილის კაბები იაპონური მოტივებით. [b][size=9]Roberto Cavalli-ს შოუ ოქროსფერი სამეფო გახლდათ.

რობერტო კავალიმ საკმაოდ თამამი -ოქროს და პრინტების შეხამება გააკეთა.

ბრწყინავი პიჯაკები შეხამებული იყო ფართონახატიან კაბებსა და ქვედაბო
ლოებთან. Gianfranco Ferre-ს ახალი კოლექცია მკაცრ გეომეტრიას, ზუსტ ხაზებს და ერთტონალობას აერთიანებს.

თეთრი შარვლები, ჰაეროვანი კაბები, პიჯაკები, ასევე კანისფერის და მეტალიკის ნაზავი, ბუმბულებით გაფორმებული კოქტეილის კაბები, ბერძნული ტრადიციით შესრულებული ტ
უნიკები. Versus-ის კოლექცია თავშეკავებული გახლდათ.

ნახევრად გამჭვირვალე კაბებიც კი ნაკლებად გამომწვევი იყო, მხოლოდ მიგანიშნებდათ სექსუალურობის შესახებ.

კოლექციაში დომინირებდა გეომეტრიული თარგი, მშვიდი ფერები:ვარდისფერი, ცისფერი, მკრთალი
მწვანე.

,,სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა”
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » სილამაზე და მოდა » მილანის მოდის კვირეული დასრულდა (მოდა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 35
BY BAQSI